Otrivin 0.1% 10ml Menthol nasal spray #1

Otrivin 0.1% 10ml Menthol nasal spray #1

Switzerland

გლაქსოსმითკლაინ კონსუმერ ჰელსქეა
About Product
საერთაშორისო დასახელება - xylometazoline
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი - 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, სორბიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ლევომენთოლი (მენთოლი), ცინეოლი (ევკალიპტოლი), კრემოფორი RH 40, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დეკონგესტანტი და სხვა ნაზალური პრეპარატები გარეგანი გამოყენებისათვის. სიმპათომიმეტიკები.

ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშობის რინიტი.
ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთებისას დაგროვილი სეკრეტის გამოყოფის გასაადვილებლად.
დამხმარე თერაპიის სახით შუა ყურის ოტიტის დროს (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად).
რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღეში. აუცილებლობისას გაიმეორეთ. არ არის რეკომენდებული დღეში 3-ჯერ მეტად გამოყენება.
ბოლო შესხურება რეკომენდებულია გამოიყენოთ ძილის წინ.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ოტრივინი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება მედიკამენტოზური რინიტი გამოიწვიოს.
გამოყენებამდე საჭიროა ცხვირის ღრუს სათანადო გასუფთავება. მოხსენით დამცავი თავსახური. პირველი გამოყენების წინ რამდენჯერმე დააჭირეთ ხელი აპლიკატორს სანამ არ მიიღებთ სპრეის ნაკადს. სპრეი უკვე მზად იქნება შემდეგი გამოყენებისათვის. თუ აპლიკატორზე მრავალჯერადი დაჭერის შემდეგ გამოსხურება არ არის სრული, მაგ., სპრეის გამოყენების დროებით შეწყვეტის შემდეგ, საჭიროა კვლავ დააჭიროთ აპლიკატორს 4-ჯერ. მოათავსეთ ბუნიკი ნესტოში, სწრაფად დააჭირეთ აპლიკატორს ერთხელ, ამავდროულად ოდნავ შეისუნთქეთ - ეს ხელს შეუწყობს სპრეის ოპტიმალურ განაწილებას ცხვირის ღრუში. გამოყენების შემდეგ კვლავ დაახურეთ დამცავი თავსახური.

ოტრივინი სიფრთხილით გამოიყენება:
არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში;
ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის, ფეოქრომოციტომას დროს;
წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს;
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ან ბოლო 14 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებით .
Show More
More Info
Brand
გლაქსოსმითკლაინ კონსუმერ ჰელსქეა
Country
Switzerland
Generic
xylometazoline+eucalyptus oleum
Dose
0.1%
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page