Allerset syrup 1mg/1ml 200.0 #1
Allerset syrup 1mg/1ml 200.0 #1

Allerset syrup 1mg/1ml 200.0 #1

Turkey

სანტა ფარმა ილაჩი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. სიროფის ყოველი მლ შეიცავს 1მგ ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლის ხსნარი (E420), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის საქარინი, ბანანის არომატი, ნატრიუმის აცეტატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E216) და დეიონიზირებული წყალი.

ჩვენება: ალერსეტი სიროფი არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ალერგიული რინიტის, ჭინჭრის ციების სამკურნალოდ, რომლებიც მიმდინარეობს ხანგრძლივად და რომელთა მიზეზი უცნობია. ალერსეტი სიროფი: 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: გამოიყენება ალერგიული რინიტის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია ცხვირთან და თვალთან, ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარიის სიმპტომების (შეუპოვარი ჭინჭრის ციება, რომლის მიზეზი უცნობია) და ქავილის სამკურნალოდ.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს ალერგია ალერსეტის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე ინგრედიენტის, ჰიდროქსიზინის ან პიპერაზინის ნაწარმების მიმართ. თუ პაციენტს აქვს თირკმელების მწვავე უკმარისობა (თირკმელების უკმარისობა 10მლ-წთ ნაკლები კრეატინინის კლირენსით (კრეატინინის კლირენსი, გამოიყენება თირკმელების ფუნქციის მონიტორინგისთვის), არ გამოიყენება მოცემული პრეპარატი. თუ პაციენტს უთხრა მკურნალმა ექიმმა, რომ აქვს კონკრეტული ტიპის შაქრის აუტანლობა (მგრძნობიარე არის ასეთი შაქრების მიმართ), მოცემული სამედიცინო პროდუქტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.ალერსეტის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად: ალერსეტის მიღება შეიძლება საკვების მიღებამდე ან მის შემდეგ.

ორსულობა: ორსულ ქალებში ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი კლინიკური მონაცემები არის ძალიან მწირი. რეკომენდებულია ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც არის ამის აბსოლუტური საჭიროება. თუ მკურნალობის პერიოდში დადასტურდა ორსულობა, აუცილებლად უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია: თუ პაციენტი იმყოფება ლაქტაციის პერიოდში, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან. იმის გამო, რომ ალერსეტის (ცეტირიზინი) აქტიური ნივთიერება გადადის დედის რძეში, ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული ალერსეტის მიღებაგამოყენების წესი: 2-6 წლის ასაკის ბავშვები: დღეში ერთხელ 2.5მგ (ნახევარი კოვზი) (2.5 მგ-2.5მლ სიროფი). ამ ასაკობრივ ჯგუფში დღიური დოზის გაზრდა შეიძლება 5მგ-მდე და დღეში ერთხელ 5მგ-მდე (სავსე კოვზი) (5მგ-5მლ სიროფი) ან დღეში ორჯერ (ყოველ 12 საათში) 2.5მგ (ნახევარი კოვზი) 2.5მგ-2.5მლ სიროფი).

6-12 წლამდე ასაკის ბავშვებში: სიმპტომების სიმძიმის მიხედვით დღეში ერთხელ 5მგ (სავსე კოვზი) (5მგ-5მლ სიროფი) ან 10მგ (2 სავსე კოვზი) (10მგ-10მლ სიროფი) ან დღიური დოზა იყოფა ორად.

12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში: სიმპტომების სიმძიმის მიხედვით 5მგ (სავსე კოვზი) (5მგ-5მლ სიროფი) ან 10მგ (2 სავსე კოვზი) (10მგ-10მლ სიროფი).

მიღების გზა და მეთოდები: ალერსეტი გამოიყენება მხოლოდ შიგნით მისაღებად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები: გამოყენება ბავშვებში: ალერსეტის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე 25C-მდე.

შენახვის ვადა: არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
სანტა ფარმა ილაჩი
Country
Turkey
Generic
cetirizine
Dose
1მგ/1მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი მინის
Quantity
1
Volume
200მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page