Parlasin tab 10mg #30
Parlasin tab 10mg #30

Parlasin tab 10mg #30

Hungary

ეგისი
About Product
საერთაშორისო დასახელება - cetirizine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები

შემადგენლობა
პრეპარატი ცეტირიზინი 10მგ შემოგარსული ტაბლეტები (CETIRIZINE 10mg FILM-COATED TABLETS) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს.

ჩვენებები
თივის ცხელება, ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 10მგ ერთხელ დღეში. 6-12წლის ბავშვებში 5მგ 2-ჯერ დღეში. 2-6წლის ბავშვებში 5მგ ერთხელ დღეში.
ზომიერი ან მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა 2-ჯერ უნდა შემცირდეს.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა: პირის სიმშრალე, ძილიანობა, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა.
იშვიათად: ალერგიული რეაქციის კანისმიერი გამოვლინება, ანგიონევროტული შეშუპება.
ცალკეულ შემთხვევებში: დისპეფსია, აღგზნებადობა

უკუჩვენება
თირკმლის უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა ცეტირიზინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა-ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები
ცეტირიზინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ცეტირიზინის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
10მგ/დღეში დოზის გადაჭარბებისას სწრაფი რეაციის უნარი შესაძლოა დაქვეითდეს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავი შევიკავოთ პოტენციურად სახიფათო საქმიანობისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ცეტირიზინის ერთდროული გამოყენება თეოფილინთან იწვევს ცეტირიზინის საერთო კლირენსის 16%-იან შემცირებას.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
Hungary
Generic
cetirizine
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page