დრამინა - 50მგ დოზის ტაბლეტის სახით, გამოიყენება ალერგიის სიმპტომების საწინააღმდეგოდ. შეფუთვაში - 10 ცალი.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დიმენჰიდრინატი – 50 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლუდიპრესი (ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გამოყენების ჩვენებები:
მოძრაობის დაავადება (ზღვის, ავტომობილის, ჰაერის დაავადება); ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევების სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა (თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება), გარდა იმ სიმპტომებისა, რომლებიც გამოწვეულია სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით; მენიერის დაავადება.
უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ეპილეფსია, მწვავე ექსუდატიური და ვეზიკულარული დერმატოზები, ბავშვთა ასაკი 3 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით მიიღება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, ბრონქული ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერთირეოზის, სტენოზური პეპტიკური წყლულის, პილოროდუოდენალური ობსტრუქციის და შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქციის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია:
უკუნაჩვენებია (ორსულობის I ტრიმესტრი). პრეპარატის მიღება შესაძლებელია განსაკუთრებული სიფრთხილით (II-III ტრიმესტრი), თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ლაქტაცია.
მიღების წესი და დოზები:
მიიღება შიგნით, სასურველია კვების შემდეგ, საჭირო რაოდენობის წყალთან ერთად.
მოძრაობის დაავადება (ზღვის, ავტომობილის, ჰაერის დაავადება):
3-6 წლის ბავშვები: ერთი მეოთხედი-ნახევარი ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ;
7-12 წლის ბავშვები: ნახევარი-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ;
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ.
ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევების სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა:
3-6 წლის ბავშვები: ერთი მეოთხედი-ნახევარი ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ;
7-12 წლის ბავშვები: ნახევარი-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ;
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ.
მენიერის დაავადება:
3-12 წლის ბავშვები: ნახევარი-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ;
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ.
მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ მოზრდილებისათვის არ უნდა გადააჭარბოს 7 ტაბლეტს.
კინეტოზების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებული დოზის მიღება სასურველია გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე.
პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას და განმეორებითი კურსის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.
ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით სიფრთხილეა საჭირო სახიფათო საქმიანობების შესრულებისას, როდესაც მოითხოვება ყურადღების კონცენტრაცია და სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციები (მათ შორის ტრანსპორტის მართვა).
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.