Erolin tab 10mg #30
Erolin tab 10mg #30

Erolin tab 10mg #30

Hungary

ეგისი
About Product
მოქმედი ნივთიერება: ლორატადინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: ლორატადინი ................ 10 მგ
სიროფი: 5 მლ 5 მლ ფლაკონში 120 მლ...

ჩვენებები: მოზრდილებში: -სეზონური ან მუდმივი რინიტი; ალერგიული კონიუნქტივიტი; იდოპათური ქრონიკული ჭინჭრის ციება; ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით:
სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი; ალერგიული გამონაყარი კანზე, მაგალითად, იდიოპათიური ურტიკარია.
მიღების წესი და დოზირება:

ტალბეტები

მოზრდილებში:

საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით ინიშნება 10 მგ ლორატადინი ერთხელ დღეში.

ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურად. საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (1/2 ტაბლეტი), დღეში ან ინიშნება 10 მგ დღეში დღეგამოშვებით.

ხანდაზმულებში:

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი, სავარაუდოა გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.

ბავშვებში:

ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება სხეულის წონის გათვალისწინებით.

ბავშვებში 30 კგ-ზე ნაკლები წონით ინიშნება 5 მგ (1/2 ტაბლეტი) დღეში, ბავშვებში 20 კგ-ზე მეტი - 10 მგ (1 ტაბლეტი) დღეში.

სიროფი

მოზრდილებში:

საწყისი დოზა მოზრდილებისათვის და მოზარდებში 12 წლის ასაკის ზევით:

ინიშნება 10მგ. ლორატადინი (10 მლ სიროფი) ერთხელ დღეში. ავადმყოფეში ღვიძლის ფუნქციის უკმარისობით და თირკმელების უკმარისობით დოზირება ხდება ინდივიდუალურა: . საწყისი დოზა მცირდება 5 მგ-მდე (5 მლ სიროფი) დღეში ან ინიშნება 10 მგ (10 მლ) დღეში დღეგამოშვებით.

ხანდაზმულებში:

პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ავადმყოფებში 60 წლის ასაკის ზევით არასაკმარისად არის შესწავლილი. სავარაუდოდ გვერდითი მოვლენების ხშირი განვითარება, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას ამ ასაკში საჭიროა სიფრთხილე.

ბავშვებში:

ბავშვებში 6 წლიდან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება 5 მგ (5 მლ სიროფი) დღეში, ბავშვებში 30 კგ მეტი - 10 მგ (10 მლ) დღეში.
უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მისი ინგრედიენტების მიმართ;

*ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში;

*ბავშვებში 2 წლის ასაკის ქვევით.
შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.

გახსნილი ფლაკონი ინახება 6 თვის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
Hungary
Generic
loratadine
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page