მიღების წესი და დოზირება: სეზონური ალერგიული რინიტი: 6-11 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება დოზით 30 მგ პერორალურად 2-ჯერ დღეში. 30 მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 120 მგ 24 საათში ერთხელ. გაურთულებელი ქრონიკული იდიოპათური ურტიკარია: 6-11 წლის ასაკის ბავშვებში: პრეპარატის რეკომენდებული დოზაა 30 მგ 2-ჯერ დღეში პერორალურად. 30 მგ ერთხელ დღეში რეკომენდებულია მკურნალობის დასაწყისში და აგრეთვე ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დაქვეითება. ბავშვები 12 წლიდან და მოზრდილები: 180 მგ 24 საათში ერთხელ. მედიკამენტი არ მოქმედებს ცნს-ის ფუნქციაზე, მიუხედავად ამისა აუცილებელია თითოეული პაციენტის ინდივიდუალურად გამოკვლევა და მათზე დაკვირვება.
გვერდითი მოვლენები: კლინიკური გამოცდების ჩატარების დროს უმეტესად აღინიშნებოდა: ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი (7.3%), ძილიანობა (2,3%), თავბრუსხვევა (1.5%), დაღლილობა (0.9%). საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა (1.5%).
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. განსაკუთრებული მითითებები: 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხოება. პრეპარატი მიიღება ნახევარ ჩაის ჭიქა წყალთან ერთად. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევებში აღინიშნებოდა თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან კომბინირებისას აუცილებლად დაცული უნდა იყოს 2 საათიანი ინტერვალი.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.