Amikan i/m i/v 500mg/2ml in vial

Amikan i/m i/v 500mg/2ml in vial

Greece

ანფარმა
About Product
შემადგენლობა: ხსნარის თითოეული მილილიტრი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 250 მილიგრამ ამიკაცინს. დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი და წყალი ინექციისთვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ჩვენებები: ამიკაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული სერიოზული ინფექციები.

დოზირება და მიღების წესი: მედიკამენტი ჩვეულებრივ კეთდება კუნთში. შესაძლებელია მისი გამოყენება ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით. შესაძლებელია ასევე ამიკაცინის გამოყენება მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევის დროს, აბსცედირებული ღრუს, ფილტვის და ტვინის კავიტაციების ამოსარეცხად. დოზა შესაძლებელია დამოკიდებული იყოს ასაკზე, თანმხლებ ინფექციაზე, თირკმელების ფუნქციაზე, სმენის სიმახვილეზე, სხვა მედიკამენტების მიღებაზე და განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. ჩვეულებისამებრ, იგი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში, 10 დღე. მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ: 15 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, დღეში ერთხელ ან ორ ტოლ დოზად გაყოფილი 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ. მთლიანი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1.5გ-ს. 12 წლამდე ბავშვებში: 15-20 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, დღეში ერთხელ ან ორ ტოლ დოზად გაყოფილი 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ. ახალშობილებში: საწყისი დოზაა 10 მგ კგ-ზე სხეულის წონისა, მომდევნო 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ. დღენაკლულ ახალშობილებში: 7.5 მგ კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს ექიმს: ძლიერი ალერგიული რეაქციები - უეცარი გამონაყარი ქავილით, ხელების, ტერფების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება და გულის წასვლის შეგრძნება. ხმაური ყურებში ან სმენის დაქვეითება. გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება. შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა მიემართოს ექიმს, თუ აღინიშნა რომელიმე ჩამოთვლილთაგანი: თავბრუსხვევა, მხედველობის პრობლემები, უჩვეულო ჩხვლეტის შეგრძნება, კანზე გამონაყარი, ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ამიკაცინმა შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის ცვლილებები. ექიმის მიერ მოხდება სისხლის ანალიზების შეფასება და სმენის ტესტების შემოწმება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ამიკაცინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, მიასთენია გრავისი - სხეულის ცალკეული კუნთების ძლიერი სისუსტე.ორსულობა და ლაქტაცია: ექიმს უნდა ეცნობოს ორსულობის ან ძუძუთი კვების შესახებ. მის მიერ მოხდება მედიკამენტის დანიშვნა თუ მოსალოდნელი სარგებელი გადაწონის ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.ორსულობა და ლაქტაცია: ექიმს უნდა ეცნობოს ორსულობის ან ძუძუთი კვების შესახებ. მის მიერ მოხდება მედიკამენტის დანიშვნა თუ მოსალოდნელი სარგებელი გადაწონის ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.
Show More
More Info
Brand
ანფარმა
Country
Greece
Generic
amikacin
Dose
500მგ/2მლ
Form
ხსნარი საინექციო. საინფუზიო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page