azimac powder for oral solution 200mg/5ml 30ml N1

azimac powder for oral solution 200mg/5ml 30ml N1

Turkey

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
შემადგენლობა
მომზადებული სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს: 200 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.
მომზადებული სუსპენზიის 1 მლ შეიცავს 40 მგ აზითრომიცინს დიჰიდრატის სახით.

ჩვენება
აზითრომიცინი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:
ბრონქიტი; არაჰოსპიტალური პნევმონია; სინუსიტი; ფარინგიტი / ტონზილიტი; შუა ოტიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; Chlamydia trachomatis და Neisseria gonorrhoeae-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციები, გართულებულ სტადიამდე.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ოფიციალურ რეკომენდაციებს ანტიბაქტერიული საშუალებების სწორი გამოყენების შესახებ.

სუსპენზიის მომზადება:
შეანჯღრიეთ მშრალი ფხვნილი.
37,5 მლ (1500 მგ) სუსპენზიის მისაღებად ბოთლის შიგთავსს დაამატეთ 16,5 მლ წყალი.
დოზირება და მიღების წესი:
45 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები, მოზრდილები და ხანდაზმულები: აზითრომიცინით მკურნალობის საერთო დოზა შეადგენს 1500 მგ, რისი მიღებაც ხდება 3 დღის განმავლობაში (500 მგ ერთხელ დღეში).
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული სასქესო სისტემის ინფექციების დროს (გართულებამდე) დოზა შეადგენს 1000 მგ-ს პერორალურად, ერთჯერადად. Neisseria gonorrhoeae –ით გამოწვეული ინფექციის დროს ინიშნება 1000 ან 2000 მგ აზითრომიცინი, 250 ან 500 მგ ცეფტრიაქსონთან კომბინაციაში, მკურნალობის ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.
პენიცილინების ან ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიის შემთხვევაში, მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი რეკომენდაციების შესაბამისად.
45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები: აზითრომიცინის სუსპენზიის დანიშვნა შესაძლებელია 45 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. არ არსებობს მონაცემები 6 თვეზე ნაკლები ასაკის ბავშვების მკურნალობის შედეგების შესახებ. ერთჯერადი დოზა ბავშვებში შეადგენს 10 მგ/კგ-ზე. მიიღება 3 დღის განმავლობაში:
15 კგ-მდე წონის ბავშვები (<3 წელზე): დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. შპრიცი დაყოფილია 0,1 მლ დანაყოფებად, რომელიც შეესაბამება 4 მგ აზითრომიცინს.
15 კგ-ზე მეტი წონის ბავშვები: დოზირება ხდება მაქსიმალური სიზუსტით, თანდართული 5 მლ-იანი დოზირებული შპრიცის საშუალებით. აზიმაკი ინიშნება შემდეგი სქემით:
15-25 კგ (3-7 წელი): 5 მლ (200 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
26-35 კგ (8-11 წელი): 7,5 მლ (300 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
36-45 კგ (12-14 წელი): 10 მლ (400 მგ) ერთხელ დღეში, 3 დღის განმავლობაში
45 კგ-ზე ზემოთ ბავშვებში: დოზირება ხდება მოზრდილთა დოზის შესაბამისად.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების, ერითრომიცინის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ.
განაყოფიერება, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

აზითრომიცინის მავნე გავლენა ნაყოფზე არ აღინიშნა. არ არსებობს ადეკვატური და კონტროლირებადი კვლევები ორსულ ქალებზე. იმის გამო, რომ ცხოველებზე ჩატარებული კვლევების ადამიანებზე პირდაპირ გადმოტანა შეუძლებელია, აზითრომიცინი ორსულებში გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.

ლაქტაციის პერიოდი

არ არსებობს აზითრომიცინის დედის რძეში გამოყოფის დამადასტურებელი მონაცემები. ვინაიდან ბევრი მედიკამენტი ექსკრეტირდება დედის რძეში, აზითრომიცინის დანიშვნის დროს ექიმმა უნდა შეაფასოს პოტენციური სარგებელი დედისათვის და რისკი ნაყოფისთვის.

ფერტილობა

ფერტილობის კვლევებით ვირთხებზე დადგენილ იქნა დაორსულების სიხშირის დაქვეითება აზითრომიცინის ფონზე. აღნიშნული ფაქტის შესაბამისობა ადამიანის ორგანიზმთან უცნობია.

ჭარბი დოზირება

აზითრომიცინის რეკომენდებულზე მეტი დოზით მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები ნორმალური დოზის ფონზე განვითარებულის მსგავსია. მაკროლიდების ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად დამახასიათებელი სიმპტომია სმენის შექცევადი დაკარგვა, მწვავე გულისრევა, ღებინება და დიარეა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ინიშნება სამედიცინო ნახშირი, სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

ვარგისობის ვადა

გაუხსნელი ბოთლი: 3 წელი.
სუსპენზიის მომზადების შემდეგ: 5 დღე ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის პირობები : შეინახეთ არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალური შეფუთვით.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
Turkey
Generic
azithromycin
Dose
200მგ/5მლ
Form
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page