Bactigram granule for solution 250mg/5ml 100ml.#1
Bactigram granule for solution 250mg/5ml  100ml.#1

Bactigram granule for solution 250mg/5ml 100ml.#1

Italy

ფაკტა ფარმაცეუტიცი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის ცეფაკლორი. 5 მლ სუსპენზია შეიცავს 250 მგ ცეფაკლორს (262.2 მგ ცეფაკლორის მონოჰიდრატის ექვივალენტი). დამხმარე ნივთიერებები: დიმეთიკონი, პოლისაქარიდი, E 127 ერითროზინი, მარწყვის არომატი, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, მეთილ ცელულოზა და საქაროზა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების ჯგუფი.

ჩვენებები: სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა ფილტვების ანთება, ბრონქების ანთება, ბრონქების, ხახის და ნუშისებრი ჯირკვლების ქრონიკული ანთების გაუარესება. შუა ყურის ბაქტერიული ანთება; კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები; საშარდე გზების ინფექციები, მათ შორის თირკმლის ანთება და ქვედა საშარდე გზების ინფექციები; პარანასალური წიაღების ლორწოვანი გარსის ანთება; საშარდე გზების ბაქტერიული ანთება.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზა: მოზრდილებში არის: 250 მგ ყოველ 8 საათში. უფრო სერიოზული ინფექციების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური რეკომენდებული დოზა არის 2 გ. მწვავე გონოკოკური ურეთრიტის მკურნალობისას ორივე სქესში რეკომენდებულია 3გ ცეფაკლორის მიღება, საჭიროების შემთხვევაში 1 გ პრობენეციდთან. გამოყენება ბავშვებში - 20 მგ.კგ ყოველდღე, გაყოფილი დოზებით ყოველ 8 საათში; უფრო ძლიერი ინფექციების შემთხვევაში რეკომენდებული 40 მგ კგ-ზე სადღეღამისო დოზა, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1 გ. ალტერნატიული დოზა: შუა ყურის ანთების და ფარინგიტის დროს, მთლიანი სადღეღამისო დოზის მიღება შეიძლება გაყოფილი დოზებით ყოველ 12 საათში. გამოყენების ინსტრუქცია: წამლის მისაღებად გამოიყენეთ შპრიცი ან მზომი ჭიქა, მოცემული დოზის ცხრილის მიხედვით 40 მგ კგ-ზე დოზა. 8 კგ-მდე - 2 მლ 3-ჯერ დღეში. 8-დან 16 კგ-მდე - 4 მლ სამჯერ დღეში. 16-დან 21 კგ-მდე 5 მლ სამჯერ დღეში; 21 კგ და მეტი წონის პაციენტებში 6 მლ სამჯერ დღეში. ფარინგიტის და შუა ყურის ანთების დროს შეიძლება მთლიანი სადღეღამისო დოზის გაყოფა ყოველ 2 საათში, დღიური დოზა 40 მგ.კგ. 8 კგ-მდე 3 მლ 2-ჯერ დღეში. 8-დან 16 კგ-მდე 6 მლ 2-ჯერ დღეში. 16-დან 21 კგ-მდე 8 მლ დღეში 2-ჯერ. 21 კგ და მეტი წონის პაციენტებში 10 მლ 2-ჯერ დღეში. სუსპენზიის გამოყენების ინსტრუქცია: კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი სანამ დაამატებთ წყალს გრანულების გახსნის ხელშესაწყობად; დაამატეთ წყალი ეტიკეტზე ისრით აღნიშნულ დონემდე; დახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ სანამ სუსპენზია არ გახდება ერთგვაროვანი. მოცულობა დაიწევს ისრით აღნიშნულ დონეზე დაბლა. კვლავ დაამატეთ წყალი ეტიკეტზე ისრით აღნიშნულ დონემდე. კარგად შეანჯღრიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან სუსპენზიას. თუ შეასრულეთ ეს მითითებები 5 მლ სუსპენზია შეიცავს 250 მგ ცეფაკლორს. კარგად შეანჯღრიეთ სუსპენზია თითოეული მიღების წინ.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ცეფაკლორის, სხვა ცეფალოსპორინების ან პრეპარატის შემადგენელი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შემთხვევაში. ძუძუთი კვების დროს ბაქტიგრამი გამოიყენება სიფრთხილით.გარეგნული სახე და შეფუთვა: ბაქტიგრამი არის გრანულები პერორალური სუსპენზიისთვის. შეფუთვაში 100 მლ განზავებული ხსნარი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მომზადების შემდეგ სუსპენზია ინახება მაცივარში +2-+8C ტემპერატურაზე და გამოიყენება 14 დღის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
ფაკტა ფარმაცეუტიცი
Country
Italy
Generic
cefaclor
Dose
250მგ/5მლ
Form
გრანულა სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page