Biseptol tab 480mg #20

Biseptol tab 480mg #20

Poland

ადამედ ფარმა
About Product
შემადგენლობა
1 ტაბ.
სულფამეტოქსაზოლი . . . . . 100 მგ
ტრიმეტოპრიმი . . . . . . . . . 20 მგ

1 ტაბ.
სულფამეტოქსაზოლი . . . . . 400 მგ
ტრიმეტოპრიმი . . . . . . . . . 80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ორი აქტიური ნივთიერების - ტრიმეტროპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავას სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის ინჰიბირებას.
პრეპარატი თრგუნავს ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას, როგორიცაა: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი - დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, კოლი-ჩხირები, პროტეუსის ჩხირი.
ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით 60-80%-ით.

ჩვენებები
სასუნთქი გზების ინფექციები, ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება, საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E. coli, სასქესო ორგანოების ინფექციები, მათ შორის გონორეული ურეთრიტი, სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის, განსაკუთრებით ჭრილობით განპირობებული ინფექციები.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ბისეპტოლი 480 მიიღება 2-ჯერ დღეში 2 ტაბლეტის ოდენობით ჭამის შემდეგ.
ბავშვებში ინიშნება ბისეპტოლი 120, მისი საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრიმეტოპტიმზე - 6 მგ და სულფამეტოქსაზოლზე 30 მგ სხეულის 1 კგ წონაზე გადაანგარიშებით. 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება ბისეპტოლი 120, რომლის დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს დილას და 2 ტაბლეტს საღამოს.
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება 480 მგ ტაბლეტი დილას და 480 მგ ტაბლეტი საღამოს.

გვერდითი მოვლენები
ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.
ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები
თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას
Show More
More Info
Brand
ადამედ ფარმა
Country
Poland
Generic
co-trimoxazole
Dose
480მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page