Caderon i/m i/v 1000mg+500mg in vial #1
Caderon i/m i/v 1000mg+500mg in vial #1

Caderon i/m i/v 1000mg+500mg in vial #1

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: ცეფტრიაქსონი, სულბაქტამი;
ჩვენება:

კადერონი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის პნევმონია);
ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები (მათ შორის შუა ყურის ანთება);
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
ინტრააბდომინალური ინფექციები ( მათ შორის პერიტონიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციები);
ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
თირკმლების და შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები ( პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი);
ბაქტერიული სეპტიცემია;
ბაქტერიული მენინგიტი;
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები;
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში.
მიღების წესი და დოზირება:

კადერონი შეჰყავთ პარენტერალურად: კუნთში ან ვენაში.

მოზრდილებშიდა 12 წლისასაკისზემოთბავშვებში, პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს: ცეფტრიაქსონის 1-2 გ-ს (სულბაქტამის 0.5–1 გ) დღეში ერთხელ ან გაყოფილი თანაბრად და შეყვანილი ყოველ 12 სთ–ში ერთხელ (დღეში 2 –ჯერ). მძიმე შემთხვევებში ან კადერონის მიმართ ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია ცეფტრიაქსონის სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე ( სულბაქტამის 2 გ–მდე).

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ იგი 4-14 დღეს შეადგენს.
უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა სულბაქტამის და ცეფტრიაქსონის, აგრეთვე სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინების და ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ;
1 თვემდე ასაკი;
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.
შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
ceftriaxone+sulbactam
Dose
1000მგ+500მგ
Form
ფხვნილი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page