/images/logo_ka.svg
ცეფიდანტი ტაბლეტი 400მგ #10

ცეფიდანტი ტაბლეტი 400მგ #10

თურქეთი

ფარმავიჟენ სანაი

პროდუქტის შესახებ
ცეფიდანტი

შემადგენლობა:

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: 400 მგ ცეფიქსიმი (ცეფიქსიმის ტრიჰიდრატის ფორმით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

გამოყენების ჩვენებები:

ცეფიდანტი ნაჩვენებია ცეფიქსიმის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ფარინგიტი, ტონზილიტი);
- ლორ-ორგანოების ინფექციები (შუა ოტიტი და სხვა);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონია, ბრონქიტი);
- თირკმელებისა და საშარდე გზების ინფექციები.

გამოყენების წესი და დოზირება
ცეფიდანტის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილები:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ ერთხელ დღე-ღამეში. ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ცეფიქსიმით 7 დღიანი თერაპია საკმარისია ინფექციების უმეტესობის სამკურნალოდ. თუმცა, მძიმე შემთხვევებში, კურსი შეიძლება გაგრძელდეს 14 დღემდე.

გამოყენება პაციენტთა განსაკუთრებულ ჯგუფებში
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით <20 მლ/წთ, რომლებიც იმყოფებიან ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე ან ჰემოდიალიზზე, მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ ერთხელ დღე-ღამეში. როგორც წესი, დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში კრეატინინის კლირენსით >20 მლ/წთ, ხანდაზმულ პაციენტებსა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

შენახვის პირობები
:
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მეტის ნახვა
დამატებითი ინფორმაცია
ბრენდი
ფარმავიჟენ სანაი
ქვეყანა
თურქეთი
ჯენერიკი
ცეფიქსიმი
დოზა
400მგ
ფორმა
ტაბლეტი
რაოდენობა შეფუთვაში
10
/images/logo_ka.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
დაგვიკავშირდით
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
სს გეფა ს/კ 20199122
footerlocation
თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, N 24ა
გადმოწერეთ
აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და iOS სისტემებისთვის
androidAppBlack
iosAppBlack
menuHome
მთავარი
menuCart
კალათა
menuMyPage
ჩემი გვერდი
chat