/images/logo_en.svg
CeftriNor 1000 mg powder for solution for injection or infusion
CeftriNor 1000 mg powder for solution for injection or infusion

CeftriNor 1000 mg powder for solution for injection or infusion

Spain

ლაბ. ნორმონი

About Product
ცეფტრინორი 1000 მგ

აქტიური ნივთიერებაა ცეფტრიაქსონი (ცეფტრიაქსონის ნატრიუმის სახით).
თითოეული ფლაკონი შეიცავს 1.000 მგ ცეფტრიაქსონს (ცეფტრიაქსონის ნატრიუმის სახით).

გამოყენება:
ცეფტრიაქსონი გამოიყენება ისეთი მძიმე ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:
- ბაქტერიული მენინგიტი;
- მუცლის ღრუს ინფექციები (როგორიცაა პერიტონიტი და სანაღვლე გზების ინფექციები);
- ძვლების და სახსრების ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
- საშარდე გზების გართულებული ინფექციები, მათ შორის, პიელონეფრიტი (თირკმლის ინფექცია);
- რესპირატორული ინფექციები;
- გენიტალური ინფექციები (მათ შორის, გონოკოკური ინფექციები) და
- ლაიმის დაავადების II და III ფაზა (ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ინფექცია).

გამოყენების წესი:
ცეფტრიაქსონის ინექცია ჩვეულებრივ კეთდება ექიმის ან ექთნის მიერ. ის შეიძლება გაკეთდეს წვეთოვანი ინფუზიის (ინტრავენური ინფუზიის) ან ინექციის სახით პირდაპირ ვენაში ან კუნთში. ის არ უნდა შეერიოს ან ერთდროულად გაკეთდეს კალციუმის შემცველ ინექციებთან.

მხოლოდ კუნთშიდა ინექციისათვის გამოყენებული უნდა იქნას ლიდოკაინის ამპულა. თუ ლიდოკაინი გამოიყენება გამხსნელის სახით, მიღებული ხსნარი არასდროს უნდა იქნას გამოყენებული ინტრავენურად.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

დაავადების, ასაკის, წონის და მედიკამენტით მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, ექიმი განსაზღვრავს პაციენტისათვის შესაფერის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას.
დაუშვებელია დოზის თვითნებურად შეცვლა. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტის მიღება უნდა გაგრძელდეს გამოჯანმრთელებიდან არაუმცირეს 2-3 დღის განმავლობაში ან ოპერაციის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ინფექციების პრევენციისათვის.

მედიკამენტის მიღება ყოველთვის ზუსტად უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული მითითებების შესაბამისად ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

შენახვის წესი:
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 30C-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით სინათლისაგან დასაცა-ვად.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ნორმონი
Country
Spain
Generic
ceftriaxone
Dose
1000მგ
Form
ფხვნილი საინექციო/საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat