Erythromycin tab 200mg #16

Erythromycin tab 200mg #16

Poland

ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'
About Product
შემადგენლობა: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: ერითრომიცინის სტეარატს USP ექვ. ერითრომიცინის 250მგ.

ჩვენებები: ერითრომიცინი ეფექტურია შემდეგი ინფექციების მკურნალობისას: ზემო სასუნთქი გზების ინფექციები; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ძვლის ინფექციები; სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; კუჭ-ნაწლავის ინფექციები; პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ. ასევე, უნდა მოვერიდოთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის მიცემას ან რომლებიც ამჟამად ღებულობენ პოტენციურად ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებს.

გამოყენების მეთოდი და დოზები: მსუბუქი ან ზომიერი ინფექციების რეკომენდებული დოზებია: მოზრდილები და ბავშვები 8 წელზე მეტი ასაკის: 1-გ დღეში დაყოფილი დოზით. მწავავე ინფექციების შემთხვევაში ზემოთ რეკომენდებული დოზები შეიძლება გაორმაგდეს.

გაფრთხილებები: ახალშობილები: თუ ღვიძლის ფუნქცია ნორმალურია, შემცირებული დოზის გარდა სხვა არანაირი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა არ არის საჭირო. ბავშვები: შემცირებული დოზის გარდა სხვა არანაირი განსაკუთრებული სიფრთხილე არ არის საჭირო.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსული ქალები: პრეპარატი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს. ლაქტაცია: ერითრომიცინი აღწევს უფრო მაღალ კონცენტრაციებს ადამიანის რძეში, ვიდრე ეს დედის პლაზმშია. ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის ან ახალშობილისათვის.

გვერდითი მოვლენები: ქოლესტატიკური სიყვითლე შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან 10-14 დღის შემდეგ, უკავშირდება ტრანსამინაზების და ეოზინოფილიის მომატებულ დონეს და შექცევადია მკურნალობის შეჩერებისას. ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნებოდეს განზოგადებული ქავილი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი. შექცევადი სმენის დაკარგვა, მძიმე გულისრევით, ღებინებით და დიარეათი. არ არსებობს კონკრეტული ანტიდოტი-პაციენტმა უნდა მიმართოს ზოგად დამხმარე საშუალებებს. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლებნის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის ურთიერთქმედებები: თეოფილინი; კარბამაზეპინი; დიგოქსინი; ვარფარინი; ერგოტამინი.

შენახვის პირობები: ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენიანობისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას..
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ჯგუფი, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'
Country
Poland
Generic
erythromycin
Dose
200მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
16
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page