/images/logo_en.svg
Ethambutol tab 400mg #50

Ethambutol tab 400mg #50

Ukraine

ბორშაგოვსკი

About Product
მოქმედი ნივთიერება: ეთამბუტოლის ჰიდროქლორიდი;

კლინიკურ–ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ახდენს შერჩევით მოქმედებას ტუბერკულოზის მიკობაქტერიებზე, არღვევს მათში ლიპიდურ და ნუკლეინურ ცვლას, აფერხებს ტუბერკულოზის გამომწვევის ზრდასა და გამრავლებას.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ან 200 მგ ან 400 მგ ეთამბუტოლის ჰიდროქლორიდს 100% მშრალ ნივთიერებაზე გადანგარიშებით. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ჩვენებები:
ფილტვისმიერი და არაფილტვისმიერი ტუბერკულოზი (მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში);
მგრძნობიარე ატიპური მიკობაქტერიებით გამოწვეული ინფექციები.
მიღების წესი და დოზები: რეგულარულ რეჟიმში ინიშნება 25მგ/კგ დღე-ღამეში 1-ჯერ ან ინტერმიტირებულ რეჟიმში – 20-40მგ/კგ კვირაში 3-ჯერ.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2,5 გ-ს. ტუბერკულოზის მიმდინარეობის სტაბილიზაციისას ინიშნება 15 მგ/კგ მკურნალობის მთელ პერიოდში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.

ეთამბუტოლის მიღება ჭამის შემდეგ აუმჯობესებს მის ამტანობას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტუბერკულოზის ფორმაზე და შეადგენს 6-დან 12 თვემდე პერიოდს. 13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ეთამბუტოლი ინიშნება პერორალურად დოზით 20-25 მგ/კგ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებში არის 1,0 გ.

უკუჩვენებები: * პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;

* მხედველობის ნერვის ნევრიტი;

* დიაბეტური რეტინოპათია;

* თვალის ანთებითი დაავადებები;

* თირკმლების ფუნქციის მძიმე დაზიანებები;

* ორსულობა, ლაქტაცია;

* 13 წლამდე ბავშვთა ასაკი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმტეს 25რC-ზე.

გაცემის წესი; გაიცემა რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
ბორშაგოვსკი
Country
Ukraine
Generic
ethambutol
Dose
400მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat