Floxazol tab 200mg+500mg #10

Floxazol tab 200mg+500mg #10

India

ჰირალ ლაბს ლიმიტედი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Ofloxacin+Ornidazol
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები

შემადგენლობა:
თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ოფლოქსაცინი 200 მგ
ორნიდაზოლი 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები q.s.
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი USP

ჩვენება
მედიკამენტი ნაჩვენებია შერეული აერობული-ანაერობული ინფეცქიების ემპირიული მკურნალობისთვის, რომელიც ხშირად ნანახია კლინიკურ პრაქტიკაში.

დოზა და მიღების წესი
რეკომენდებულია ერთი ტაბლეტი ორჯერ დღეში.
მიღების წესი
ტაბლეტები მიიღება მხოლოდ პერორალური გზით.

უკუჩვენება
- პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა 4-ქინოლონის ანტიბაქტერიული საშუალებების ან ტაბლეტში შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმარ.
- პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ტენდინიტი.
- პაციენტებში რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ორნიდაზოლის ან ამ ფორმულირების რომელიმე კომპონენტის მიმართ, ასევე თუ აღენიშნებათ თირკმლის დაავადება ან ღვიძლის ციროზი.

გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია თავბრუსხვევა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ძილიანობა, მხედველობის დარღვევები, მუცლის ტკივილი, ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება და დაღლილობა.

წამალთშორისი ურთიერთქმედება
ოფლოქსაცინი
მაგნიუმის/ალუმინის ანტაციდების, სუკრალფატის ან რკინის შემცველი პრეპარატებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს შეწოვა. აქედან გამომდინარე, ოფლოქსაცინი მიიღება ამ პრეპარატების მიღებამდე 2 საათით ადრე. ანტიკოაგულანტების და ოფლოქსაცინის ერთად მიღებისას აღინიშნა სისხლდენის დროის გახანგრძლივება.
ორნიდაზოლი
ალკოჰოლის აუტანლობა: სხვა ნიტრო-იმიდაზოლებისგან განსხვავებით, ორნიდაზოლი არ თრგუნავს ფერმენტის ალდეჰიდის დეჰიდროგენაზას. ალკოჰოლის მიღებისას არ აღინიშნა დისულფირამის მსგავსი რეაქცია.თუმცა,
როგორც ყველა იმიდაზოლის შემთხვევაში, მოერიდეთ პრეპარატის მიღებას ალკოჰოლთან ერთად.
არ იქნა ნანახი კლინიკურად შესაბამისი ურთიერთქმედება საკვებთან ერთად და ასევე არ იყო ურთიერთქმედება ოფლოქსაცინსა და თეოფილინს შორის.
Show More
More Info
Brand
ჰირალ ლაბს ლიმიტედი
Country
India
Generic
ofloxacin+ornidazole
Dose
200მგ+500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page