About Product
საერთაშორისო დასახელება - chloramphenicol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ქლორამფენიკოლი
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების: მუცლის ტიფის, პარატიფის, დიზენტერიის, ბრუცელოზის, ტულარემიის, პარტახტიანი ტიფის, ტრაქომის დროს. სხვა ეტიოლოგიის ინფექციური პროცესების დროს გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები არ არიან მგრძნობიარენი სხვა ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ, ან როდესაც ამ უკანასკნელთა გამოყენება შეუძლებელია.
მიღების წესები და დოზები
ინიშნება შიგნით მისაღებად ჭამამდე 30 წთ-ით ადრე (გულისრევის და ღებინების შემთხვევაში - ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ). ერთჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0,25-0,5გ-ს. დღე-ღამური დოზა - 2გ-ს. შედარებით მძიმე შემთხვევების დროს (მუცლის ტიფი, პერიტონიტი და სხვა) შესაძლებელია პრეპარატის მიღება დღე-ღამეში 4გ ოდენობით, ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის და სისხლისა და თირკმელების ფუნქციონალური მდგომარეობის კონტროლის ქვეშ. დღე-ღამური დოზა მიიღება 3-4 მიღებაზე.
პრეპარატის ერთჯერადი დოზა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს 10-15მგ/კგ; 3-დან 8 წლამდე - 0,15-0,2გ, 8 წლის ასაკის ზევით-0,2-0,3გ; მიღების სიხშირე –3-4Gჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი კარგად გადაიტანება და სისხლმბად სისტემაში არ აღინიშნება ცვლილებები, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გახანგრძლივება 2 კვირამდე.
გვერდითი მოვლენები
თრომბოციტოპენია, რეტიკულოციტოპენია, სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირება და სხვა. ეს მოვლენები პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად ქრება. იშვიათად შესაძლებელია აპლასტიური ანემიის განვითარება. პრეპარატის მაღალი დოზის მიღებისას მოსალოდნელია სისხლმბად სისტემაში მძიმე სახის გართულებები, ფსიქომოტორული დარღვევები, ცნობიერების დაბინდვა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, მხედველობის და სმენის დაქვეითება, დისპეფსიური მოვლენები (გულისრევა, ღებინება, ფაღარათი), პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, სასქესო ორგანოების, ანუსის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები კანზე. ჩვილი ბავშვები პრეპარატის მიმართ მგძნობიარენი არიან.
პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია ნაწლავის მიკროფლორის დათრგუნვა, დისბაქტერიოზისა და მეორადი სოკოვანი ინფექციების განვითარება.
უკუჩვენება
სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, პრეპარატის ინდივიდუალერი აუტანლობა, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დავადებები), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდირებული მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის პროფილაქტიკის მიზნით, მსუბუქად მიმდინარე ინფექციების დროს და პედიატრიულ პრაქტიკაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობისას აუცილებელია სისხლის სურათის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
Show More
More Info
33530
Brand
უსოლიე სიბირსკის ქიმფარმქარხანა