საერთაშორისო დასახელება - chloramphenicol კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტიბიოტიკები შემადგენლობა 1 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ქლორამფენიკოლი (ლევომიცეტინი) - 2,5 მგ
ჩვენებები თვალის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ: • კონიუქტივიტი • ბლეფარიტი • ბლეფაროკონიუქტივიტი • კერატიტი • კერატოკონიუქტივიტი
მიღების წესები და დოზები პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად, ინსტილაციის გზით კონიუნქტივალურ პარკში, 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 5-15 დღე.
გვერდითი მოვლენები შესაძლოა განვითარდეს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც სწრაფად გაივლის.
უკუჩვენება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰემოპოეზის დარღვევა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები), თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ახალშობილები 1 თვემდე, თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა.
განსაკუთრებული მითითებები არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება საპროფილაქტიკოდ. სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ ციტოსტატიკებით და იტარებენ სხივურ თერაპიას. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სისხლის მიმოქცევაზე მისი დამრთგუნველი მოქმედებიდან გამომდინარე, არაა რეკომენდირებული ლევომიცეტინის ერთობლივი მიღება სულფანილამიდურ საშუალებებთან.
ჭარბი დოზირება ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.