Lemoqsol 1000mg iv/im #1

Lemoqsol 1000mg iv/im #1

Greece

დემო
About Product
საერთაშორისო დასახელება - Ceftazidimum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: III გენერაციის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა:
ცეფტაზიდიმის პენტაჰიდრატი-0.5გ; 1.0გ; ან 2.0გ;
ფორმა:
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონებში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგამიზმების მიმართ.
ხანგრძლივი დროით რჩება ორგანიზმში, არ მეტაბოლიზირდება, გამოიყიფა ძირითადად თირკმელებით (80-90%) შეუცვლელი სახით 24 სთ-ის განმავლობაში.
ადვილად შეიწოვება ორგანოებსა და ქსოვილებში (მათ შორის ძვლის ქსოვილში), ნახველში, სინოვიალურ, პლევრალურ, პერიტონიალურ სითხეში, თვალის ქსოვილსა და ლორწოვანში, პლაცენტალურ ბარიერში, ცუდად-დაუზიანებელ ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ჩვენება:
ცეფტაზიდიმ-კმპ-ს იყენებენ სეპტიცემიების, პერიტონიტების, მენინგიტების, სასუნთქი გზების მძიმე ინფექციების, საშარდე გზების ინფექციების, კანის, რბილი ქსოვილების, ძვლისა და სახსრების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების დროს.
შესაძლებელია ცეფტაზიდიმ-კმპ-ის კომბინაცია ბრონქოლიზურ, მუკოლიზურ პრეპარატებსა და იმუნომოდულატორებთან.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ორსულობის პირველი თვეები, სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლითა და თირკმელებით დაავადებულ ავადმყოფებს.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ცვლილებები გასტროინტესტინალური ტრაქტის მხრივ, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, გამორიცხული არ არის ჰეპატო- და ნეფროტოქსიკურობა.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებს ენიშნებათ კუნთებში ან ვენაში 1გ ყოველ 8სთ-ში ან 2გ 12 სთ-ში (მძიმე ინფექციების დროს კი-6გ-მდე დღე-ღამეში) შედარებით მძიმე და საშარდე გზების ინფექციების დროს 0,5-1,0გ ყოველ 12 სთ-ში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევისEშემთხვევაში პრეპარატის დოზას ამცირებენ (1გ-ით ყოველ 12 სთ-ში და 0.5გ-ით ყოველ 8სთ-ში)
2 თვემდე ასაკის ბავშვებში-25-50მგკგ დღე-ღამეში, 2თვის ზემოთ-50-100მგკგ დღე-ღამეში.
Show More
More Info
Brand
დემო
Country
Greece
Generic
ceftazidime
Dose
1000მგ
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page