Lemudori tab 100mg #10

Lemudori tab 100mg #10

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - არბიდოლის ჰიდროქლორიდი 100 მგ.

ქიმიური სახელწოდება: 6-ბრომ-5-ჰიდროქსო-1-მეთილ-4-დიმეთილამინომეთილ-2-ფენილთიომეთილინდოლ-3-კარბონმჟავის ეთილის ეთერის ჰიდროქლორიდ მონოჰიდრატი.
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: არბიდოლი, უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით 0.05გ ან 0.1გ. დამხმარე ნივთიერება: კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, კოლიოდონ 25;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტივირუსული და იმუნომასტიმულირებელი საშუალება
ჩვენება: A და B გრიპის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების, (მათ შორის ბრონქიტითა და პნევმონიით გართულებული)-პროფილაქტიკა და მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში. მეორადი იმუნოდეფიციტური მდგომარეობები; ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიისა და მორეციდივე ჰერპესული ინფექციის კომპლექსური თერაპია.
ოპერაციისშემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და მოზრდილებში იმუნური სტატუსის ნორმალიზაცია. მწვავე ნაწლავური როტავირუსული ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური თერაპია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.
წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპატატის მიმართ, ასაკი ორ წლამდე ბავშვებში.

გამოყენების წესი და დოზირება: შიგნით მიიღება ჭამამდე. ერთჯერადი დოზა: ბავშვებში 2 დან -6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე -0.1გ, 12 წლის ზემოთ ასაკში და მოზრდილებისთვის – 0.2 გ (ორი 0.1გ-იანი ტაბლეტი ან ოთხი 0.05გ-იანი ტაბლეტი)
არასპეციფიური პროფილაქტიკისათვის: გრიპით დაავადებულებთან და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსული ინფექციების შემთხვევაში უშულო კონტაქტის დროს: ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში; გრიპის ეპიდემიისა და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პერიოდში, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, ჰერპესული ინფექციის რეციდივის შესამცირებლად: ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ კვირაში ორჯერ სამი კვირის განმავლობაში; პოსტოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა: ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ ოპერაციამდე ორი დღის განმავლობაში, 2 და 5 დღის განმავლობაში ოპერაციის შემდეგ.
მკურნალობისთვის: გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გართულებების გარეშე; ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეღამეში 4 ჯერ 5 დღის განმავლობაში. გრიპი და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები გართულებებით (ბრონქიტი, პნევმონია და სხვ.); ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეღამეში 4 ჯერ 5 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთჯერადი დოზა კვირაში ერთხელ 4 კვირის განმავლობაში. ქრონიკული ბრონქიტისა და ჰერპესული ინფექციის კომპლექსური მკურნალობა. ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეღამეში 4 ჯერ, (ყოველ ექვს საათში ერთხელ) 5-7 დღის განმავლობაში, შემდეგ ერთჯერადი დოზა კვირაში ორჯერ 4 კვირის განმავლობაში. ნაწლავური მწვავე როტავირუსილი ეტიოლოგიის ინფექციების კომპლექსური მკურნალობა ბავშვებში ორი წლის ასაკის ზევით. ბავშვებში 2 დან 6 წლამდე – 0.05გ, 6 დან 12 წლამდე – 0.1გ, 12 წლის ზემოთ და მოზრდილებში - 0.2გ დღეღამეში 4 ჯერ, (ყოველ ექვს საათში ერთხელ) 5 დღის განმავლობაში

გვერდითი ეფექტები: იშვიათად ალერგიული რეაქციები.

ჰიპერდოზირება: არ აღინიშნება
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
arbidol
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page