/images/logo_en.svg
Newclav susp oral 457mg/5ml 70ml #1
Newclav susp oral 457mg/5ml 70ml #1

Newclav susp oral 457mg/5ml 70ml #1

Cyprus

მედოქემი

About Product
დასახელება - ნიუკლავი სუსპენზია ორალური 457მგ/5მლ 70მლ ფლაკონი #1

რა არის ნიუკლავი და რა დროს გამოიყენება
ნიუკლავი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. მის შემადგენლობაში შედის ორი სხვადასხვა პრეპარატი: ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა. ამოქსიცილინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს სახელწოდებით „პენიცილინი“, რომლის მოქმედება ზოგჯერ შეიძლება შეჩერებულ იქნას (მოხდეს ინაქტივაცია). მეორე აქტიური ნივთიერება (კლავულანის მჟავა) აჩერებს ამ პროცესს.
ნიუკლავი ჩვილებსა და ბავშვებში ინიშნება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
შუა ყურის და სინუსის ინფექციები
სასუნთქი გზების ინფექციები
საშარდე გზების ინფექციები
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის პირის ღრუს ინფექციები
ძვლებისა და სახსრების ინფექციები
ნიუკლავის მიღების წესი
მოცემული პრეპარატის მიღებისას ყოველთვის ზუსტად შეასრულეთ ექიმის მითითებები. აღნიშნულ საკითხზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
40 კგ ან მეტი წონის ბავშვები და მოზრდილები :
აღნიშნული სუსპენზიის გამოყენება, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული 40 კგ ან მეტი წონის ბავშვებსა და მოზრდილებში. გაიარეთ სამედიცინო კონსულტაცია.
40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები :
ყველა დოზა გამოიყენება ბავშვის სხეულის წონის გათვალისწინებით.
ექიმი დაგინიშნავთ ნიუკლავის შესაბამის დოზას თქვენი ახალშობილისთვის ან ბავშვისთვის.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ პლასტმასის საზომი კოვზი და საზომი ჭიქა ზუსტი დოზირებისთვის.
რეკომენდებული დღიური დოზა: 25მგ/3.6მგ-დან 45მგ/6.4მგ-მდე კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით, გაყოფილი ორ მიღებად.
დიდი დოზა: 70მგ/10მგ ერთ კილოგრამ წონაზე დღეში ერთხელ, გაყოფილი ორ მიღებად.
თირკმლის და ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:
თირკმლის პრობლემების შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექტირება. ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ პრეპარატის სხვა დოზა ან სხვა მედიკამენტი.
ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის ანალიზის უფრო ხშირად ჩატარება, ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებლად.
ნიუკლავის მიღების წესი:
ყოველი მიღების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
მიეცით ჭამის დაწყებისას ან ჭამის წინ.
თანაბრად გაანაწილეთ დოზები დღის განმავლობაში, სულ მცირე 4 საათიანი ინტერვალით. ბავშვს არ მისცეთ 2 დოზა 1 საათის განმავლობაში.
ბავშვს არ მისცეთ ნიუკლავი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ ბავშვი თავს ისევ ცუდად გრძნობს, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
ნიუკლავის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში სიმპტომები შეიძლება ითვალისწინებდეს კუჭის აშლას (გულისრევის შეგრძნება, გულისრევა ან დიარეა) ან კონვულსიას. დაუყონებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის ფლაკონი.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ ბავშვისთვის პრეპარატის მიცემა, მიეცით როგორც კი გაგახსენდებათ. არ ნისცეთ შემდეგი დოზა დროის მცირე ინტერვალში, მიეცით ის დაახლოებით 4 საათის შემდეგ.
მედიკამენტის მიღების შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ნიუკლავის მიღება მკურნალობის დასრულებამდე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი თავს უკეთ იგრძნობს. ინფექციის დასაძლევად საჭიროა დანიშნული კურსის ჩატარება. თუ ბაქტერია სრულად არ არის განადგურებული, მან შეიძლება ისევ გამოიწვიოს ინფექცია.
ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
მედოქემი
Country
Cyprus
Generic
amoxicillin+clavulanic acid
Dose
457მგ/5მლ
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
70მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat