About Product
ნიმენრიქსი
ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად,
მზა შპრიცში
A, C, W-135 და Y ჯგუფის მენინგოკოკის კონიუგირებული ვაქცინა
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: განზავების შემდეგ, 1 დოზა (0.5მლ) შეიცავს:Neisseria meningitides A სეროჯგუფის პოლისაქარიდი1–5 მიკროგრამი; Neisseria meningitides C სეროჯგუფის პოლისაქარიდი1–5 მიკროგრამი; Neisseria meningitides W-135 სეროჯგუფის პოლისაქარიდი1–5 მიკროგრამი; Neisseria meningitides Y სეროჯგუფის პოლისაქარიდი1–5 მიკროგრამი.
1კონიუგირებული ტეტანუსის ტოქსოიდის მატარებელ პროტეინთან–44 მიკროგრამი.
დამხმარე ნივთიერებები: ფხვნილში: საქაროზა და ტრომეტამოლი.
გამხსნელში: ნატრიუმის ქლორიდი და საინექციო წყალი.
ჩვენება: ნიმენრიქსი წარმოადგენს ვაქცინას, რომელიც იცავს ორგანიზმს ბაქტერიის “Neisseria meningitides” A, C, W-135 და Y სეროჯგუფებით გამოწვეული ინფექციებისგან.“Neisseria meningitides” A, C, W-135 და Y სეროჯგუფებმა შესაძლოა გამოიწვიონ ისეთი საშიში დაავადებები, როგორიცაა: მენინგიტი–თავის და ზურგის ტვინის რბილი გარსების ანთება. სეპტიცემია–სისხლში გავრცელებული ინფექციური პროცესი. აღნიშნული ინფექციები ადვილად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და მკურნალობის გარეშე შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. ნიმენრიქსი გამოიყენება ზრდასრულებში, მოზარდებში და ბავშვებში 6 კვირის ასაკიდან.
უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე აქტიური ან დამხმარე ნივთიერების მიმართ; ალერგიული რეაქციის ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს გამონაყარს, რომელსაც თან ახლავს ქავილი, სუნთქვის გაძნელებას და სახის ან ენის შეშუპებას. აღნიშნული ნიშნების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები: ვაქცინაციამდე, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ექთანს: თუ პაციენტს აქვს მაღალი ტემპერატურით (>38C) მიმდინარე ინფექცია. აღნიშნულ შემთხვევაში, ვაქცინის გამოყენება მოხდება მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ. მარტივი ინფექცია, მაგ. გაციება, ჩვეულებრივ, არ წარმოადგენს დაბრკოლებას. თუმცა, პაციენტმა ინფექციის ნებისმიერი ფორმის არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართის მკურნალ ექიმს ან ექთანს. თუ პაციენტს აქვს სისხლის შედედების პრობლემა ან სისხლჩაქცევებისკენ მიდრეკილება. პაციენტმა ნიმენრიქსის გამოყენებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ექთანს, თუ ზემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე ეხება მას. ნიმენრიქსი შესაძლოა არ იყოს ყველასთვის თანაბრად ეფექტური. მაგალითად, დაქვეითებული იმუნინტეტის მქონე პირებში (მათ შორის, აივ-ინფექციის ან ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენების გამო), ნიმენრიქსი შესაძლოა არ აღმოჩნდეს სათანადოდ ეფექტური. ნემსით ნებისმიერი ინექციის დროს, ან ინექციის დაწყებამდე, შესაძლოა განვითარდეს გულისწასვლა (უმეტესად მოზარდებში). ამრიგად, პაციენტმა აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს, თუ მას ან მის ბავშვს ოდესმე დაუკარგავს გონება ინექციის პროცედურის შედეგად.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ღებულობს, ღებულობდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამეტებზეც. ნიმენრიქსის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს თუ პაციენტი ღებულობს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ იმუნიტეტზე. პაციენტებში 1 წლის ასაკიდან, ნიმენრიქსის გამოყენება დასაშვებია შემდეგ ვაქცინებთან ერთად: A და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა, წითელა-ყბაყურა-წითურას (წყწ) საწინააღმდეგო ვაქცინა, წითელა-ყბაყურა-წითურა-ჩუტყვავილას (წყწჩ) საწინააღმდეგო ვაქცინა, 10 ვალენტიანი პნევმოკოკური კონიუგირებული ვაქცინა და არა-ადიუვანტური სეზონური გრიპის ვაქცინა.
სიცოცხლის მეორე წელს, ნიმენრიქსის გამოყენება ასევე დასაშვებია დიფტერია-ტეტანუსი-აცელულალური ყივანახველას ვაქცინასთან (DTaP) ერთად მათ შორის, დიფტერია-ტეტანუსი-აცელულარული ყივანახველას და B ჰეპატიტის, ინაქტივირებული პოლიოვირუსის ან b ტიპის ჰემოფილუსის (Haemophilus influenza) ვაქცინებთან კომბინაციაში, როგორიცაა DTaP-HBV-IPVHib ვაქცინა. ასევე 13 ვალენტიან პნევმოკოკურ კონიუგირებულ ვაქცინასთან ერთად.
Show More
More Info
13910
Generic
vaccine meningococcus
Form
ლიოფილიზატი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად