Nolicin tab 400mg #20

Nolicin tab 400mg #20

Slovenia

კრკა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Norfloxacinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფტორქინოლონები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნორფლოქსაცინი – 400 მგ.
დამხმარე ნივთიერება: პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის გაუწყლოებული კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, გარსი: ჰიდროქსიპროპილენმეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, დისპერსიული ყვითელი საღებავი E 110, პროპილენგლიკოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფტორქინოლინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალება.

გამოყენების ჩვენებები
ნოლიცინი გამოიყნება მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების მიერ გამოწვეული ინფექციებით:
- საშარდე სისტემის ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი)
- ბაქტერიული პროსტატიტი,
- გაურთულებელი გონორეა,
- ინფექციური დიარეა (შიგელოზი, სალმონელოზი),
- სეფსის პროფილაქტიკა ნეიტროპენიის მქონე პირებში,
- მოგზაურთა დიარეის პროფილაქტიკისთვის.

გამოყენების მეთოდი და დოზები
აუცილებელია ექიმის მიერ დაწესებული დოზირების და მიღების წესების დაცვა, არ შეიძლება მათი თვითნებური შეცვლა. დაუშვებელია მკურნალობის არ შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე, გარდა იმ შემთხვევევებისა, როდესაც გამოვლინდა გვერდითი მოქმედება.
პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ. თითოეული ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს 1 ჭიქა წყალისთ ან ჩაის დაყოლებით.
მოგზაურთა დიარეის საპროფილაქტიკოდ რეკომენდებუილა 400 მგ ერთხელ დღეში, მიღება იწყევა მოგზაურობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, მოგზაურობის დროს და დაბრუნების შემდეგ 2 დღე (არაუმეტეს 21 დღისა).
იმუნიტეტის სერიოზული დარღვევის ფონზე მიმდინარე ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება 400 მგ 2-ჯერ დღეში. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 8 კვირა.
საშარდე სისტემის ინფექციის რეციდივის პროფილაქტიკისთვის ხშირი გართულებებისას (4-5-ჯერ დღეში) პრეპარატი ინიშნება ნახევარი ტაბლეტის ოდენობით (200 მგ) დღეში ერთხელ, ხანგრძლივად.
საშარდე სისტემის მწვავე ინფექციების დროს ნოლიცინი მიიღება 400 მგ 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში 10 დღე. საშარდე სისტემის ქრონიკული ინფექციების დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 12 კვირა.
ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტის მკურნალობისას რეკომენდირებულია 400 მგ 2-ჯერ დღეში 4-დან 6 კვირამდე.
გონორეის სამკურნალოდ პრეპარატს იღებენ 400 მგ 2-ჯერ დღეში 3-დან 7 დღემდე, ან ერთჯერადად 800 მგ-დან 1200 მგ-მდე ერთხელ დღეში.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბაქტერიული ინფექციების დროს ინიშნება 400 მგ 2-ჯერ დღეში 5 დღემდე.
თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს შედარებით მცირე დოზა.
თუ იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამკურნალო საშუალების მოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ნოლიცინის მიღების დაგავიწყებისას
დოზის გამორჩენისა, იგი მიიღება გახსენებისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დადგა შემდეგი მიღების დროს. პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება!

გვერდითი მოქმედება
ისევე როგორც სხვა მედიკამენტებმა, ნოლიცინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
კუჭ-ნაწლავის ტარქტის მხრივ: მადის დაქვეითება, პირში სიმწარე, გულსრევა, პირღებინება, კუჭში ტკივილი, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი (ხანგრძლივი გამოყენებისას), ღვიძლის ტრანსამინაზების აქტოვობის მატება.
საშარდე სისტემის მხრივ: კრისტალურია, გლომერულონეფრიტი, დიზურია, პოლიურია, ალბუმინურია, ურეთრურლ სისხლდენები, ჰიპერკრეატინინემია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სინკოპალური მდგომარეობა, უძილობა, ჰალუცინაციები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, ვასკულიტი.
ალერგიური რეაქციები: კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტევენს-ჯონსის სინდრომი), ფოტოსენსიბილიზაცია.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ: ართრალგია, ტენდენიტი, მყესის გაგლეჯა.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ჰემატოკრიტის დაქვეითება.
სხვა: კანდიდოზი.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
Slovenia
Generic
norfloxacin
Dose
400მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page