Nystatin tab 500000IU #20

Nystatin tab 500000IU #20

Belarus

ბორისოვო
About Product
საერთაშორისო დასახელება - NYSTATIN
მოქმედი ნივთიერება: ნისტატინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ.ნისტატინი ............ 500000სე

ჩვენებები
ნისტატინი გამოიყენება კანდიდა ჯგუფის სოკოებით (Candida albicans და სხვა) გამოწვეული დაავადებების, ლორწოვანი გარსი კანდიდოზის (პირის ღრუს, საშოს და ა.შ.), კანის და შინაგან ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ფილტვების, თირკმელის და სხვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის.
პროფილაქტიკისათვის უნიშნავენ პირებს, რომელთაც უტარდებათ ხანგრძლივი თერაპია პენიცილინის ჯგუფის პრეპარატებით, სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებით, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების პერორალური გამოყენების დროს, ლევომიცეტინის, ნეომიცინის და სხვა, აგრეთვე დასუსტებულ ავადმყოფებს.

დოზირების რეჟიმი
ნისტატინის ტაბლეტი მიიღება per os და მისი დაღეჭვა დაუშვებელია.
- მოზრდილებში - 500.000 ერთეული დღეში 3-4-ჯერ ან 250.000 ერთ დღეში 6-8-ჯერ. სადღეღამისო დოზა შეადგენს 1.500.000-3.000.000 ერთ.
- მძიმე გენერალიზებული კანდიდომიკოზის დროს სადღეღამისო დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი 4.000.000-6.000.000 ერთ-მდე.
- 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 100.000 ერთ დღეში 2-3-ჯერ;
- 1-დან 5 წლის ასაკის ბავშვებში - 2000.000 ერთ დღეში 2-3-ჯერ;
- 6 წელზე უფროსი ბავშვები იღებენ მოზრდილების დოზას.
მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა - 10-14 დღე (დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე და პრეპარატის მიმართ ტოლერანტობაზე). ქრონიკულ მორეციდივე და გენერალიზებული კანდიდოზის დროს მკურნალობის კურსს იმეორებენ 2-3 კვირის შესვენების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
ნისტატინი ნაკლებად ტოქსიურია. გვერდით მოვლენებს ჩვეულებრივ არ იწვევს, მაგრამ პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლოა გულისრევა, პირღებინება დიარეა, ტემპერატურის მომატება, კანკალი, ალერგიული რეაქციები და სხვა. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზას ამცირებენ.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
ნისტატინის მკურნალობისას რეზისტენტობა ნელა ვითარდება.
ჭარბი დოზირება
არ არის აღწერილი.
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
Belarus
Generic
nystatinum
Dose
500000სე
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page