About Product
ნისტატინი TZF
რას შეიცავს ნისტატინი TZF
მოქმედი ნივთიერება არის ნისტატინი. თითოეული 5 გრ ფხვნილი შეიცავს 2,400,000 სე ნისტატინს.
1 მლ განზავებული სუსპენზია შეიცავს 100,000 სე ნისტატინს.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავა, საქარინის ნატრიუმი (E 954), ფორთოხლის არომატი (სიმინდის მალტოდექსტრინი, არომატიზატორები, ალფა-ტოკოფეროლი (E 307)), ატმის არომატი (სიმინდის მალტოდექსტრინი, გლიცეროლის ტრიაცეტატი, გლიცერინი E 1518), არომატიზატორები), საქაროზა.
ჩვენებები:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, განსაკუთრებით პირის ღრუს (მაგ., ღრძილების ლორწოვანი
გარსების, ენის, ტუჩის აფთები) და ყელის კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- ინვაზიური კანდიდოზის პროფილაქტიკა დაბალწონიან ახალშობილებში, ე.ი. <1500 გ,როდესაც ფლუკონაზოლის გამოყენება შეუძლებელია.
დოზირება
მოზარდები
ოროფარინგეალური კანდიდოზის ინფექციების მკურნალობა: 400,000 სე – 600,000 სე 4-ჯერ დღეში. სუსპენზია უნდა გაჩერდეს პირში რაც შეიძლება დიდხანს გადაყლაპვამდე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კანდიდოზური ინფექციების მკურნალობა: 500,000 სე-დან 1,000,000 სე-მდე 4-ჯერ დღეში.
ჩვილები:
100,000 სე 4-ჯერ დღეში (1 მლ 4-ჯერ დღეში).
ბავშვები (2 წელზე უფროსი ასაკის) და მოზარდები:
100,000 სე 4-ჯერ დღეში (1 მლ 4-ჯერ დღეში).
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ფხვნილი - ინახება 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ პერორალური სუსპენზია არა უმეტეს 7 დღისა 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
Show More
More Info
69883
Brand
ტარხომინის ფარმ ქარხანა 'პოლფა'
Form
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+საზომი ჭიქა