Valacyclovir-APO tab 1000mg #21

Valacyclovir-APO tab 1000mg #21

Canada

აპოტექსი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 500 მგ ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტივირუსული პრეპარატი.

ჩვენებები: სარტყლისებრი ლიქენის (ჰერპეს ზოსტერის) მკურნალობა, გენიტალური ჰერპესის მკურნალობა ან დათრგუნვა, გენიტალური ჰერპესის ინფექციის გადაცემის შეფერხება, ტუჩის ჰერპესის (ლაბიალური ჰერპესის) მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: აპო-ვალაციკლოვირის მიღება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით. არ შეიძლება დანიშნული დოზის ან მისი მიღების სიხშირის გაზრდა ან შემცირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მკურნალობის საუკეთესო ეფექტის მისაღწევად, აპო-ვალაციკლოვირის კაპლეტების მიღება უნდა მოხდეს სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე.
უკუჩვენებები:ვალაციკლოვირის გამოყენება დაუშვებელია, თუ პაციენტი ალერგიულია ან აღენიშნებოდა უარყოფითი რეაქცია ვალაციკლოვირის, აციკლოვირის ან აპო-ვალაციკლოვირის შემადგენელი სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:ვალაციკლოვირის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს: თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის პრობლემები ან არის 65 წლის ან მეტის ასაკის. ასეთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს
ვალაციკლოვირის უფრო მცირე დოზა; თუ პაციენტი არის ფეხმძიმედ, არის მეძუძური დედა, გეგმავს ფეხმძიმობას ან ძუძუთი კვებას. მკურნალი ექიმი იღებს გადაწყვეტილებას აპო-ვალაციკლოვირის დანიშვნის შესახებ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით. დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. შემდეგ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დროის ჩვეული ინტერვალებით. დაუშვებელია დოზის გაორმაგება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: აპო-ვალაციკლოვირი ხელმისაწვდომია კაპლეტების სახით, რომლებიც შეიცავენ 500 მგ ვალაციკლოვირს. შეფუთვაშია #30 კაპლეტი.

შენახვის პირობები: ვალაციკლოვირი ინახება 15-30C ტემპერატურაზე, სითბოს პირდაპირი ზემოქმედებისა და მაღალი ტენიანობისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
აპოტექსი
Country
Canada
Generic
valacyclovir
Dose
1000მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
21
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page