Viacez powder for oral suspension 250mg/5ml 100ml in vial #1
Viacez powder for oral suspension 250mg/5ml 100ml in vial #1

Viacez powder for oral suspension 250mg/5ml 100ml in vial #1

Greece

ვიანექსი
About Product

შემადგენლობა: ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიისთვის 250მგ-5მლ: აქტიური ინგრედიენტი: ცეფპროზილის ექვივალენტური ცეფპროზილის მონოჰიდრატი. ყოველი 5მლ (1 ჩაის კოვზი) ფხვნილი შიგნით მისაღები სუსენზიისთვის შეიცავს 250მგ ცეფპროზილის ექვივალენტურ სცეფპროზილის მონოჰიდრატს. პოლისორბატი 80, გლიცინი, მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარმელოზა, ასპარტამი, ნატირუმის კარმელოზა, მარწყვის არომატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ბენზოატი, ვანილინი, ნატრიუმის ქლორიდი, საქაროზა.

ჩვენება: ვიაცეზი ნაჩვენებია იმ პაციენტების მკურნალობსითვის, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობიარე ბაქტერიული შტამებით გამოწვეული ინფექციები: ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე სინუსიტი და მწვავე შუა ოტიტი; ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და პნევმონია; კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები: შენიშვნა: აბსცესები ჩვეულებრივ საჭიროებს ქირურგიულ დრენაჟას. საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები: მაგ., მწვავე ცისტიტი. შესაძლებლობისას უნდა გაკეთდეს კულტურის და მგრძნობელობის ტესტი, რათა განისაზღვროს გამომწვევი პათგენის მგრძნობელობა.

უკუჩვენება: ვიაცეზი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშბეათ ალერგია ცეფალოსპორინების ან პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

დოზირება: დაუშვებელია ექიმის მიერ განსაზღვრული დოზირების სქემის შეცვლა. ჩვეული დოზირება შემდეგია: მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ვიაცეზი გამოიყენება შიგნით, მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ შემდეგი დოზებით:
ფარინგიტი-ტონზილიტი 500მგ 24 საათში ერთხელ;
მწვავე სინუსიტი ან მწვავე მორეციდივე სინუსიტი 500მგ 12 საათში ერთხელ;
მწვავე შუა ოტიტი 500მგ 12 საათში ერთხელ;
ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები 500მგ 12 საათში ერთხელ;
საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციები 500მგ 24 საათში ერთხელ
კანის და რბილი ქსოვილის ინფექციები 250მგ 12 საათში ერთხელ ან 500მგ 24საათში ერთხელ ან
500მგ 24საათში ერთხელ

ბავშვები: 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციებით, როგორიცაა ფარინგიტი ან ტონზილიტი რეკომენდებულია 20მგ-კგ დღე-ღამეში ერთთხელ ან 7.5მგ-კგ დღე-ღამეში ორჯერ.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, უკიდურესი აუცილებლობისას. დედის მიერ მიღებული დოზის 0,3%-ზე ნაკლები გამოიყოფა ლაქტატში. ჩვილზე ეფექტი უცნობია. ლაქტაციის დროს უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის კონსულტაციით.

ინახება 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. განზავების შემდეგ: 7 დღე 25C ტემპერატურაზე ან 14 დღე 2C-8C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ვიანექსი
Country
Greece
Generic
cefprozil
Dose
250მგ/5მლ
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page