Albumin 20% 50ml #1

Albumin 20% 50ml #1

Austria

ოქტაფარმა
About Product
რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა, აქტიური ინგრედიენტი:
ადამიანის პლაზმისგან მიღებული ალბუმინი
1000მლ ხსნარი შეიცავს:
200 გრამ პლაზმის პროტეინებს, სადაც ადამიანის ალბუმინი არის არანაკლებ 96%.
ნატრიუმი ------------------------------------------- 142.5-157.5 მმოლი
კალციუმი ---------------------------------------------- მაქს 2,0 მმოლი
N-აცეტილ-DL-ტრიპტოფანატი --------------------- მაქს 0.08 მმოლი/გ ალბუმინი
ნატრიუმის კაპრილატი ------------------------------ მაქს 0.08 მმოლი/გ ალბუმინი
საინექციო წყალი შესავსებად ------------------------- 1000მლ-მდე

ფარმაცევტული ფორმა
ადამიანის ალბუმინი 20% არის კონცენტრული საინფუზიო ხსნარი ინტრავენური გამოყენებისთვის.

თერაპიული ჩვენებები
ალბუმინით ჩანაცვლებითი თერაპია ალბუმინის დიდი დეფიციტის დროს. ალბუმინი ადამიანის ოქტაფარმა პირველ რიგში გამოიყენება მწვავე დაავადებების დროს. მთავარი ჩვენება არის პლაზმის შემცირებული მოცულობის კორექცია ონკოტიკური წნევის სტაბილიზაციით დროის ხანგრძლივ პერიოდში. ჭრილობების მკურნალობისას პოსტოპერაციულ ფაზაში გამოირიცხება ან მცირდება ჭრილობების შეშუპება.
ტიპიური ჩვენებებია: ისეთი შოკური მდგომარეობების თერაპია, როგორიცაა:
- ჰემორაგიული შოკი
- პლაზმის დეფიციტით განპირობებული შოკის თანმხლები სხვა მდგომარეობები.
- დამწვრობა;
- ღვიძლის უკმარისობა;
- ღვიძლის ციროზი;
- ნეფრიტები;
- ნეფროზული სინდრომი
- ასციტები;
- ლაიელის (Lყელლ) სინდრომი;
- მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს-სინდრომი;
- ახალშობილთა სიყვითლე, ცერებრული შეშუპება, ტოქსიური პროცესები (ტოქსემია ორსულობისას).
პლაზმის ჩანაცვლება ან მისი მოცულობის შევსება, ჰიპერვისცოზური სინდრომი;
ამ მიზნით ალბუმინი 20% ოქტაფარმა უნდა განზავდეს შესაბამისი მოცულობის ელექტროლიტების ხსნარით პროტეინის შესაბამისი შემცველობის მიღწევამდე.დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ +2 - +25ჩ-მდე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
Show More
More Info
Brand
ოქტაფარმა
Country
Austria
Generic
albumin human
Dose
20%
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
50მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page