ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობა და შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ პერნიციოზული ანემია.
1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) 1000 მიკროგრამი
დამხმარე ნივთიერებები (ცნობილი ეფექტებით): ლაქტოზა, საქაროზა.
ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა პაციენტებში, რომლებიც მცირე რაოდენობით ღებულობენ მას საკვებთან ერთად (მაგ.: ვეგეტარიანელები).
ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობა და შემანარჩუნებელი თერაპია პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ
პერნიციოზული ანემია,
ვიტამინ B12-ის მალაბსორბცია (შეწოვის დაქვეითება) (მაგ.: ატროფიული გასტრიტის, ნაწლავის ანთებითი დაავადების, ცელიაკიის, სრული ან ნაწილობრივი გასტრექტომიის, წვრილი ნაწლავის რეზექციის, კუჭის შუნტირების ან სხვა ბარიატრიული ქირურგიული ჩარევის დროს).
დამხმარე თერაპიის სახით H2-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, ამინოსალიცილატებისა და მეთფორმინის ხანგრძლივი გამოყენების დროს.
ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული მწვავე ჰემატოლოგიური ან ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში, საწყის ეტაპზე, ინიშნება პარანტერალურად, სისხლში მისი მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
B12 ანკერმანი გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში.
დოზირება:
მოზრდილები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ვიტამინ B12-ის დეფიციტის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც მცირე რაოდენობით ღებულობენ მას საკვებთან ერთად (მაგ.: ვეგეტარიანელები) შეადგენს 1000 მიკროგრამ ციანოკობალამინს (1 ტაბლეტი B12 ანკერმანი დღეში).
ვიტამინ B12-ის დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით პაციენტებში, რომლებიც მცირე რაოდენობით ღებულობენ მას საკვებთან ერთად (მაგ.: ვეგეტარიანელები), ინიშნება 1000 მიკროგრამი ციანოკობალამინი (1 ტაბლეტი B12 ანკერმანი) 3-ჯერ კვირაში.
ვიტამინ B12-ის დეფიციტის მკურნალობისა და შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით პერნიციოზული ანემიისა და ვიტამინ B12-ის მალაბსორბციის მქონე პირებში რეკომენდებულია 1000 მიკროგრამი ციანოკობალამინი (1 ტაბლეტი B12 ანკერმანი) დღეში.
დამხმარე თერაპიის სახით H2-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორების, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების, ამინოსალიცილატებისა და მეთფორმინის ხანგრძლივი გამოყენების დროს რეკომენდებულია 1000 მიკროგრამი ციანოკობალამინი (1 ტაბლეტი B12 ანკერმანი) დღეში.
ვიტამინ B12-ის დეფიციტით გამოწვეული მწვავე ჰემატოლოგიური ან ნევროლოგიური სიმპტომების მქონე პაციენტებში საწყის ეტაპზე ინიშნება პარანტერალურად, სისხლში მისი მაჩვენებლების ნორმალიზებამდე.
ბავშვები:
B12 ანკერმანის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.
B12 ანკერმანი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში (იხ. ნაწილი 4.4).
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულ პაციენტებში რეკომენდებული დოზა მოზრდილების რეჟიმის იდენტურია.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში B12 ანკერმანი ინიშნება ჩვეულებრივი დოზით. თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის შემცირება და შრატში ვიტამინ B12-ის დონის მუდმივი კონტროლი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები:
არ არსებობს ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების კლინიკური კვლევის მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შესწავლილი არ არის.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
კარგი ამტანობის შემთხვევაში, პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. ორალურად ვიტამინ B12–ის დანიშნვა ხდება მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ნაწლავებიდან მისი შეწოვის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და ვიტამინ B12-ის დეფიციტის გამომწვევი მიზეზი მუდმივად არსებობს. ასეთ შემთხვევაში, მუდმივად უნდა მოხდეს თერაპიაზე ორგანიზმის პასუხის კონტროლი (იხ. ნაწილი 4.4).
მიღების წესი:
ტაბლეტები მიიღება მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, დაღეჭვის გარეშე, სასურველია დილით, უზმოდ.
მომატებული მგრძნობელობა ციანოკობალამინის ან მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ
B12 ანკერმანი 1000 მიკროგრამი გარსით დაფარული ტაბლეტები არ გამოიყენება მეგალობლასტური ანემიის დროს, თუ ის ძირითადად ფოლატის დეფიციტით არის გამოწვეული.
B12 ანკერმანი 1000 მიკროგრამი გარსით დაფარული ტაბლეტები არ გამოიყენება ციანიდით დეტოქსიკაციის საჭიროების შემთხვევაში (მაგ.: თამბაქოს ამბლიოპიის ან რეტრობულბარული ნევრიტის მქონე პაციენტები პერნიციოზული ანემიის დროს). ასეთ შემთხვევაში ინიშნება კობალამინის სხვა წარმოებულები. თამბაქოთი ან ალკოჰოლით გამოწვეული მხედველობის დარღვევის მქონე პაციენტებში (თამბაქოს/ალკოჰოლური ამბლიოპია) ციანოკობალამინი არ გამოიყენება.
ვიტამინ B12-ის დეფიციტის მქონე პირებში, რომლებიც იმყოფებიან ლებერის ოპტიკური ატროფიის განვითარების საფრთხის ქვეშ, ციანოკობალამინის გამოყენება ვიტამინ B12-ის დეფიციტის აღმოსაფხვრელად დაუშვებელია.
არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში ვიტამინ B12-ის მაღალი დოზების გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში პირდაპირი ან არაპირადპირი მავნე გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე არ გამოვლენილა.
ვიტამინ B12-ის დეფიციტის მქონე ქალებზე ჩატარებულმა დაკვირვებამ აჩვენა ნერვული ღეროს, სასის ნაპრალის განვითარების დეფექტების, ნაადრევი მშობიარობის შემთხვევებისა და პრეეკლამფსიის სიხშირის მატება.
ვიტამინ B12-ის დეფიციტის მქონე ორსულ მდედრ ვირთხებზე ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა ჰიდროცეფალიის, სასის ნაპრალის სიხშირის მატება. უსაფრთხოების მიზნით, B12 ანკერმანის გამოყენება ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული, თუ ქალის კლინიკური მდგომარეობა ციანოკობალამინით აუცილებელ მკურნალობას არ საჭიროებს.
ვიტამინი B12 გამოიყოფა დედის რძეში. არ არის აღწერილი მისი უარყოფითი გავლენა ჩვილ ბავშვებზე. B12 ანკერმანის მიღება ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.
ვიტამინი B12 აუცილებელია მამაკაცის ფერტილობის შესანარჩუნებლად. მამრ ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტების მონაცემები მოწმობს ვიტამინ B12-ის დეფიციტის უარყოფით გავლენას ფერტილობაზე, განვითარების სხვადასხვა სტადიაზე
ვიტამინ B12-ის ნორმალური პლაზმური კონცენტრაციის შემთხვევაში არანაირი გავლენა ფერტილობაზე არ აღინიშნება.
ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურის პირობებში.