bicarbonorm

bicarbonorm

Turkey

დროგსან ილაჩი
About Product
დასახელება - ბიკარბონორმი 1000მგ #50

გამოყენების ჩვენებები

მეტაბოლური აციდოზის და მორეციდივე მეტაბოლური აციდოზის შემანარჩუნებელი მკურნალობა მოზრდილებში და 14 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და თირკმლის მილაკოვანი აციდოზი).

ბიკარბონორმის უსაფრთხოება და ეფექტურობა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის შესწავლილი. ამ ასაკობრივი ჯგუფის მონაცემები არ არსებობს. ბიკარბონორმი არ უნდა იქნას გამოყენებული ამ პოპულაციაში.

პაციენტები, რომელთა არტერიული рН 7,2-ზე ნაკლებია საჭიროებენ ინფუზიურ მკურნალობას.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
ალკალოზი, ჰიპოკალიემია, ჰიპერნატრიემია, დიეტა ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:
დოზა დამოკიდებულია მეტაბოლური აციდოზის სიმძიმეზე.
რეგულარულად უნდა ხდებოდეს მჟავე-ტუტოვანი თანაფარდობის მონიტორინგი და მკურნალობის პროცესში პაციენტის რეაქციის მიხედვით დოზის კორექცია.
მეტაბოლური აციდოზის მკურნალობა თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს
ნატრიუმის ბიკარბონატით მეტაბოლური აციდოზის მკურნალობას, თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, იწყებენ 2-3 ტაბლეტით დღეში, გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე. დოზირების რეგულირება ხდება ისე,რომ ბიკარბონატის კონცენტრაცია პლაზმაში 22 მმოლ/ლ -ზე ნაკლები არ უნდა იყოს .
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში მეტაბოლური აციდოზის მკურნალობის კონტროლის დროს, ეფექტურია დღეში 8გ ნატრიუმის ბიკარბონატის მიღება გასტრორეზისტენტული ტაბლეტების სახით. მაგრამ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ნატრიუმის ბიკარბონატის უფრო მაღალი დოზები, აციდოზის სიმძიმის მიხედვით.
პაციენტებს პრეპარატის მიღებისას უნდა გაუკონტროლდეთ წყალ-ელექტროლიტური ბალანსი ნატრიუმის ბიკარბონატში ნატრიუმის შემცველობის გამო.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25 რС ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
Show More
More Info
Brand
დროგსან ილაჩი
Country
Turkey
Generic
sodium bicarbonate
Dose
1000მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page