/images/logo_en.svg
Clopid-As tab #30

Clopid-As tab #30

Bangladesh

დრაგ ინტერნაციონალი

About Product
კლოპიდ-ასი

შემადგენლობა
აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ კლოპიდოგრელს და 75 მგ ასპირინს.

თერაპიული ჩვენებები
Clopid-AS ნაჩვენებია ათეროთრომბოზული მოვლენების მეორადი პროფილაქტიკისთვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ კლოპიდოგრელს და აცეტილსალიცილის მჟავას (ASA).
Clopid-AS არის ფიქსირებული დოზის კომბინირებული სამკურნალო საშუალება, თერაპიის გასაგრძელებლად, შემდეგ შემთხვევებში:
•მწვავე კორონარული სინდრომი (არასტაბილური სტენოკარდია ან Q-არაწარმომქმნელი მიოკარდიუმის ინფარქტი) ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე, მათ შორის პაციენტებში პერკუტანული კორონარული სტენტირებით.
•მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციით პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, დასაშვებია თრომბოლიზური თერაპია.

დოზირება და მიღების წესები
დოზირება
ზრდასრულები და ხანდაზმულები
Clopid-AS 75 მგ/75 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები Clopid-AS უნდა მიეცეს ერთჯერადად, დღიური დოზით 75 მგ/75 მგ.
Clopid-AS ფიქსირებული დოზის კომბინაცია გამოიყენება კლოპიდოგრელით და აცეტილსალიცილის მჟავას (ASA) ცალკე თერაპიის დაწყების შემდეგ, ცვლის ცალკეულ კლოპიდოგრელის და ASA პროდუქტებს.
•პაციენტებში მწვავე კორონარული სინდრომით (არასტაბილური სტენოკარდია ან Q-არაწარმომქმნელი მიოკარდიუმის ინფარქტი) ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე, მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა ოფიციალურად არ არის დადგენილი. კლინიკური კვლევები ადასტურებენ, პრეპარატის 12 თვემდე გამოყენების შესაძლებლობას, მაქსიმალური სარგებელი დაფიქსირდა 3 თვის შემდეგ (იხ. ნაწილი 5.1). თუ Clopid-AS-ის გამოყენება შეწყვეტილია, პაციენტებმა შეიძლება ისარგებლონ ერთი ანტითრომბოციტული სამკურნალო პროდუქტის მიღების გაგრძელებით.
•პაციენტებში მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით ST სეგმენტის ელევაციით: თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება ადრე, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ და გაგრძელდეს მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში. კლოპიდოგრელის და ASA-ს კომბინაციის სარგებელი 4 კვირის განმავლობაში, ამ პირობებში არ არის შესწავლილი (იხ. ნაწილი 5.1.) თუ Clopid-AS-ის გამოყენება შეწყვეტილია, პაციენტებმა შეიძლება ისარგებლონ ერთი ანტითრომბოციტული სამკურნალო პროდუქტის მიღების გაგრძელებით.

ინახება 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან.
Show More
More Info
Brand
დრაგ ინტერნაციონალი
Country
Bangladesh
Generic
clopidogrel+acetylsalicylic acid
Dose
75მგ+75მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat