Folic acid tab 400mkg #100
Folic acid tab 400mkg #100

Folic acid tab 400mkg #100

United States of America

ამვილაბი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): folic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური კომპლექსები → წყალში ხსნადი ვიტამინების კომპლექსები

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი, B-ვიტამინების ჯგუფიდან. ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული. კერძოდ, მისი მონაწილეობა მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის; მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით), აგრეთვე ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის მეტაბოლიზმში. ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.

ფარმაკოკინეტიკა
კარგად იწოვება კუჭ-ნაწლავიდან, ექვემდებარება მეტაბოლიზმს ღვიძლში და სხვა ქსოვილებშიც, ნაღველითა და შარდით გამოიყოფა.

ჩვენებები
ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია.
რიგი პათოლოგიური მდგომარეობის კომბინირებული თერაპია, როგორიცაა:

სამკურნალო პრეპარატებითა და რადიაქტიური (მაიონიზებელი) დასხივებით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია;
სპრუ; ქრონიკული გასტროენტერიტები; ნაწლავის ტუბერკულოზი;
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორგანიზმში (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდების ჩათვლით).
დოზირების რეჟიმი
სამკურნალო მიზნით ზრდასრულებში დღეღამეში 5 მგ უნიშნავენ: ბავშვებში - შემცირებულ დოზებში ასაკის მიხედვით.
მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით დღეღამეში 20-50 მკგ იღებენ.
ორსულობაში - 400 მკგ დღეღამეში, ლაქტაციის პერიოდში - 300 მკგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.

უკუჩვენებები
ჭარბი მგრძნობელობა ფოლიუმის მჟავასადმი.

ორსულობა და ლაქტაცია
რეკომენდებული დოზებით ფოლიუმის მჟავას მიღება დაშვებულია როგორც ორსულობაში, ისე ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდშიც.

განსაკუთრებული მითითებები
♦ პერნიციოზული ანემიის დროს ფოლიუმის მჟავას მხოლოდ ციანოკაბალამინთან ერთად იღებენ, ვინაიდან ჰემოპოეზის სტიმულაცის მიუხედავად ფოლიუმის მჟავა ნევროლოგიურ გართულებებს ვერ ეწინააღმდეგება (ფუნიკულური მიელოზის ჩათვლით).
♦ ფოლიუმის მჟავას ხანგრძლივი მიღება (განსაკუთრებით მაღალი დოზით) სარისკოა სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის მოსალოდნელი დაქვეითების გამო.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას შეთვისება დაქვეითებული იქნება.

- თავის მხრივ ფოლიუმის მჟავასთან ერთდროულად მიღებული ფენიტოინის, პრიმიდონის, პასმ, სულფასალაზინის, სისტემური (შინაგანი) ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ქლორამფენიკოლის ეფექტურობა მცირდება.

- ფოლიუმის მჟავას გავლენით ფენიტოინის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
Show More
More Info
Brand
ამვილაბი
Country
United States of America
Generic
folic acid
Dose
400მკგ
Form
ტაბლეტი
Quantity
100
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page