Glucose 10% 500ml #1

Glucose 10% 500ml #1

Uzbekistan

ლაბ. ჯურაბეკი
About Product
გლუკოზა 10%
საინფუზიო ხსნარი
GLUCOSE 10%
შემადგენლობა :
მოქმედი ნივთიერება : უწყლო გლუკოზა 10.0 გ , საინექციო წყალი
წამლის ფორმა : საინფუზიო ხსნარი

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
ენერგეტიკული ბალანსის და მეტაბოლიზმის გამაუმჯობესებელი საშუალება
ჩვენებები
10% გლუკოზა გამოიყენება როგორც ხსნარი - მატარებელი ელექტროლიტებისა და სამკურნალო საშუალებებისშეთავსებადი კონცენტრატებისათვის ; იზოტონური და ჰიპერტონული დეჰიდრატაციის , სისხლჩაქცევების , შოკის ,ღვიძლის დაავადებების დროს , რომელთა დროსაც ნორმალურად კვება გართულებულია .
უკუჩვენებები
სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება ჰიპერგლიკემიის , ჰიპერჰიდრატაციის , ჰიპოტონური დეჰიდრატაციის ,ჰიპოკალიემიის , მეტაბოლური აციდოზის , მომატებული ნატრიურიის , თირკმელების მძიმე დაზიანების , ანურიის ,გლუკოზის აბსორბციის დარღვევის დროს ( გლუკოზის მალაბსორბციის სინდრომი ). არ გამოიყენება პაციენტებშიქალაშიდა და სპინალური სისხლჩაქცევებით , ასევე ქირურგიული ოპერაციების შემდეგ .

სიფრთხილე გამოყენებისას
გლუკოზას შეყვანისას არ უნდა იყოს გამოყენებული ერთიდაიგივე საინფუზიო სისტემები სისხლის გადასხმამდე , მისდროს ან მის შემდეგ ფსევდოაგლუტინაციის რისკის გამო .
განსაკუთრებული სიფრთხილით ხსნარი გამოყენებული უნდა იყოს პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით , თანაც ხშირადსაჭიროა შესაბამის ინსულინის თერაპიაზე გადასვლა , ვინაიდან ჰიპერგლიკემიურმა მოქმედებამ შეიძლება შეცვალოსინსულინის მოთხოვნა . მეტაბოლიზმის დარღვევებისას გლუკოზის ამტანობის შეზღუდვით და ჰიპერგლიკემიითგამოიყენება დღე - ღამის შემცირებული მაქსიმალური დოზები და შეყვანის მოცულობა და სიჩქარე .
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ჰიპონატრიემიით და მძიმე არაკომპენსირებული გულისუკმარისობით .
შეყვანის მიმდინარეობისას კლინიკური მეთვალყურეობა მოიცავს სისხლის შაქრის , შრატის ელექტროლიტების დონის, წყლისა და მჟავა - ტუტე წონასწორობის კონტროლს . საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ელექტროლიტებისხსნარები .
ერთ საინფუზიო სისტემაში 10% გლუკოზასთან ერთად დაიშვება მხოლოდ ხსნარების და სხვა სამკურნალოსაშუალებების გამოყენება , რომლებიც მას ფიზიკურ - ქიმიურად შეეთავსება . ოსმოთერაპიისათვის ხსნარიგამოუსადეგარია .
ხსნარის მაღალი ოსმოლარობის გამო ინფუზიას ახორციელებენ მხოლოდ ცენტრალური ვენოზური გზით პატარასიჩქარით .
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან შერევისას შესაძლებელია ფიზიკურ - ქიმიური შეუთავსებლობის გამოვლინებებიხსნარის pH- ის დაბალი მნიშვნელობების გამო (3.5-6.5).
განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება . გავლენას არ ახდენს მანქანის მართვისა დატექნიკასთან მუშაობის უნარზე .
გამოყენების წესი და დოზირება
შეიყვანება ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით ცენტრალური ვენოზური გზით . ინფუზიის დოზა და სიჩქარედამოკიდებულია პაციენტის ასაკზე , სხეულის წონასა და კლინიკურ მდგომარეობაზე .
მოზრდილები :
დღე - ღამის რეკომენდებული მაქსიმალური დოზები – 30 მლ / კგ - მდე ;
ინფუზიის რეკომენდებული მაქსიმალური სიჩქარე – 2.5 მლ / კგ / სთ - მდე ≈ 175 მლ / სთ (50 წვეთი წუთში ) 70 კგწონის პაციენტისათვის .
ბავშვები :
დღე - ღამის რეკომენდებული მაქსიმალური დოზები :
ახალშობილები და 2 წლამდე ასაკის ბავშვები – 15 გ / კგ
3 – 5 - 12 გ / კგ - მდე
6 – 10 - 10 გ / კგ - მდე
10 – 14 - 8 გ / კგ - მდე
პაციენტებისათვის მნიშვნელოვნად დაქვეითებული კვების სტატუსით ინფუზიის სიჩქარე შესაბამისად უნდაშემცირდეს .
გამოიყენება ფლაკონის გახსნისთანავე . გამოიყენება მხოლოდ გამჭვირვალე , ხილული ნაწილაკებისაგან თავისუფალიხსნარი დაუზიანებელი კოლოფიდან . გამოიყენება სტაციონარში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ . განკუთვნილიაერთჯერადი გამოყენებისათვის .

ჭარბი დოზა
ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია , გლუკოზურია , ჰიპეროსმოლარობა , ჰიპერგლიკემიური დაჰიპეროსმოლარული კომა , ჰიპერჰიდრატაცია და ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევა .
ზომები მოიცავს : ინფუზიის დოზისა და სიჩქარის შემცირებას , ასევე საჭიროების შემთხვევაში ინფუზიის შეწყვეტას .
Show More
More Info
Brand
ლაბ. ჯურაბეკი
Country
Uzbekistan
Generic
glucose (dextrose)
Dose
10%
Form
ხსნარი საინფუზიო
Quantity
1
Volume
500მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page