About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ამპულა (10 მლ) შეიცავს:
გლუკოზას - 4 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, ქლორწყალბადმჟავას 0.1 M ხსნარი PH 3.0-4.0-მდე, საინიექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოზა ორგანიზმში აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, აუმჯობესებს ღვიძლის ანტიტოქსიკურ ფუნქციას, ნაწილობრივ ფარავს ორგანიზმის ენერგეტიკულ დანაკარგს, რადგან ადვილად ათვისებადი ნახშირწყლების წყაროს წარმოადგენს.
გლუკოზის 40% ხსნარი ჰიპერტონულია. ხსნარის ვენაში შეყვანისას მატულობს სისხლის ოსმოსური წნევა, ძლიერდება სითხის გადასვლა ქსოვილებიდან სისხლში, სტიმულირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ძლიერდება გულის კუნთის კუმშვითი ფუნქცია, ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება დიურეზი.
ფარმაკოკინეტიკა
ქსოვილებში გლუკოზა განიცდის ფოსფორილირებას, რის შედეგადაც წარმოიქმნება გლუკოზო-6-ფოსფატი, რომელიც აქტიურად ერთვება ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. გამოიყოფა შარდით.
ჩვენებები
ჰიპოგლიკემია, ინფექციური დაავადებები, ჰეპატიტი, ღვიძლის დისტროფია და ატროფია, ტოქსიკოინფექციები, ინტოქსიკაციები (ნარკოტიკებით, ნახშირჟანგით, დარიშხანით, ფოსგენით მოწამვლა), შოკი, კოლაფსი. 40% გლუკოზის ხსნარი წარმოადგენს სხვადასხვა სისხლის შემცვლელი და შოკის საწინააღმდეგო სითხეების კომპონენტს. გამოიყენება ვენაში შესაყვანი სამკურნალო საშუალებების ხსნარების მოსამზადებლად.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში, ნელა, 10-15 მლ ერთჯერადად. მოზრდილებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 250 მლ. გლუკოზის სრული და სწრაფი ათვისებისათვის კანქვეშ შეიძლება ინსულინის შეყვანა: 1 ერთეული 4-5 გ გლუკოზაზე.
გვერდითი მოვლენები
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია იონური ბალანსის დარღვევა, ჰიპერგლიკემია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპერვოლემია, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა. სხვა: ციება.
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად - შეყვანის ადგილას გაღიზიანება, ინფექციის განვითარება, თრომბოფლებიტი.
უკუჩვენება
ჰიპერგლიკემია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლაქტაციდემია, ჰიპერჰიდრატაცია, გლუკოზის უტილიზაციის პოსტოპერაციული დარღვევები, ტვინის ან/და ფილტვების შეშუპება, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა, ჰიპეროსმოლარული კომა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია გამოიყენება ჩვენებების მიხედვით.ჭარბი დოზირება
დიდი დოზით გლუკოზის ჰიპერტონული ხსნარის ვენაში შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჰიპერგლიკემია და გლუკოზურია, ასევე ელექტროლიტებისა და სითხის ცვლის დარღვევა, ჰიპოკალემიის, ჰიპომაგნემიის, ჰიპოფოსფატემიის ჩათვლით.
პრეპარატის მრავალჯერადი შეყვანისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებტან კომბინირებისას საჭიროა შეთავსების ვიზუალური კონტროლი (შესაძლოა უხილავი ქიმიური ან თერაპიული შეუთავსებლობა).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30რC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ზამთარში ტრანსპორტირებისას დასაშვებია გაყინვა.
ვარგისობის ვადა: 5 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია
Show More
More Info
34192
Generic
glucose (dextrose)