აქტიური ნივთიერება: რივაროქსაბანი მიკრონიზებული 20.00 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა 112, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.
თერაპიული ჩვენებები:
მოზრდილები ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე მოზრდილ პაციენტებში ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა, ჰიპერტენზია, ასაკი ≥ 75 წელი, შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა.
ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) და ფილტვის ემბოლიის (PE) მკურნალობა და DVT-ს და PE-ს რეციდივების პრევენცია მოზრდილებში.
პედიატრიული მოსახლეობა:
ვენური თრომბოემბოლიის (VTE) მკურნალობა და VTE-ის რეციდივის პროფილაქტიკა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომელთა სხეულის მასა აღემატება 50 კგ-ს, საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულაციური მკურნალობის სულ მცირე 5 დღის შემდეგ.
დოზირება და მიღების წესი : დოზირება: ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში, რაც ასევე მაქსიმალური რეკომენდებული დოზაა. რივაროქსაბანით თერაპია უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად, იმ პირობით, რომ ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პრევენციის სარგებელი აჭარბებს სისხლდენის რისკს.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რივაროქსაბანი, შემდეგ გააგრძელოს მიღება მეორე დღიდან ერთხელ დღეში, როგორც რეკომენდებულია. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად იმავე დღეს დოზა არ უნდა გაორმაგდეს.
შენახვის პირობები : ინახება 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.