About Product
საერთაშორისო დასახელება - Kalii chloridum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიარითმიული საშუალებები
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: კალიუმის ქლორიდი.
1 კაფსულა შეიცავს 600 მგ კალიუმის ქლორიდს, რაც შეესაბამება 8 mval (315 მგ) კალიუმის იონებს.
დამხმარე ინგრედიენტები: ეთილის ცელულოზა, ერითროზინი (E127), ტიტანის დიოქსიდი (E171), შავი რკინის ოქსიდი, ჟელატინი.
გამოყენება
კალიუმის დანამატის მიღება რეკომენდებულია იმ პირებში, რომლებიც არ იღებენ საკმარის კალიუმს ყოველდღური რაციონიდან, ან დაკარგეს დიდი რაოდენობით კალიუმი დაავადების ან გარკვეული მედიკამენტებით მკურნალობის შედეგად.
კალიუმის გადაჭარბებულმა მიღებამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომ მნიშვნელოვანია, პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
მიკრო-კალიუმი გამოიყენება კალიუმის დაკარგვის სამკურნალოდ ან პროფილაქტიკისთვის იმ პაციენტებში, რომლებიც ვერ იტანენ კალიუმის შემცველი საშუალების მიღებას ხსნარის ან შუშხუნა ტაბლეტის სახით, ან უარს ამბობენ მასზე გემოვნების გამო.
ჩვენებები
- კალიუმის დანაკარგი მძიმე დიარეის, ღებინების, კუჭის, ნაწლავებისა და ბილიარული ფისტულების, ღვიძლის ციროზის, თირკმელზედა ჯირკვლების ჰიპერფუნქციის დროს.
- კალიუმის დანაკარგი გამოწვეული დიგიტალისის მაღალი დოზებით (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ) ან დიგიტალისის ჭარბი დოზირებისას; შარდმდენი საშუალებებით მკურნალობა (კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების გარდა) ან კალიუმის გარეშე ინფუზიის, ნატრიუმის ბიკარბონატის უხვი შეყვანის, გარკვეული ჰორმონებით (კორტიკოსტეროიდები, ACTH) მკურნალობა და საფაღარათო საშუალებების ჭარბი გამოყენების შედეგად.
- ჰიპოკალემია (კალიუმის ნაკლებობა) ასოცირებული ჰიპოქლორემიულ აციდოზთან (სისხლში მჟავიანობის მაღალი დონე ქლორიდის ნაკლებობით).
მიღების წესი
გამოიყენება ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით.
რეკომედირებული დოზა შეადგენს
მოზრდილებში
- კალიუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად
2-დან 3 კაფსულამდე დღეში.
კალიუმის დეფიციტის პროფილაქტიკა შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული მედიკამენტებით მკურნალობისას, რომლებიც ზრდიან კალიუმის გამოყოფას.
- თუ არის კალიუმის დეფიციტი
5-დან 6 კაფსულამდე დღეში დაახლოებით 8-10 დღის განმავლობაში.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, უბრალოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ჩვილს, ან ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან თუ გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
ვინაიდან ორსულობის დროს კუჭისა და ნაწლავების აქტივობა გარკვეულწილად მცირდება, მიკრო-კალიუმის მიღება შესაძლებელია ორსულობისას მხოლოდ ექიმის უშუალო დანიშნულებით.
უკუჩვენებები
მიკრო-კალიუმის მიღება არ შეიძლება
- კალიუმის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (ჩამოთვლილია დასაწყისში) მიმართ ალერგიის დროს.
- კალიუმის პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას, კერძოდ, მემკვიდრეობითი ადინამიის ეპიზოდი (მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც ხდება ფლაქსიდური დამბლა და სისხლში კალიუმის მომატებული დონე) ან ეულენბურგის სინდრომი (თანდაყოლილი პარამიოტონია, კუნთების მემკვიდრეობითი დაავადება, ხდება კუნთების დაჭიმულობა და შემდგომი ფლაქსიდური დამბლა, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს ან სიცივეში).
- სისხლში კალიუმის მაღალი შემცველობისას (მაგ. მძიმე დამწვრობის ან მძიმე დეჰიდრატაციის შემთხვევაში), ასეთ შემთხვევაში კალიუმის შემდგომმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია და გულის გაჩერებაც კი.
- ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს:
- თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა (ადისონის დაავადება), რომელიც არ იკურნება;
- თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დაავადება (ჰიპორენინემიური ჰიპოალდოსტერონიზმი);
- მეტაბოლური ჭარბი მჟავა სისხლში (დეკომპენსირებული მეტაბოლური აციდოზი);
- კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევა;
- საყლაპავის შევიწროება ან გაუვალობა;
- თირკმლის გამოხატული უკმარისობა (თუნდაც სისხლში კალიუმის დონის მომატების გარეშე);
- თუ იმავდროულად იღებენ ზოგიერთ სხვა მედიკამენტს, განსაკუთრებით შარდმდენებს, კალიუმის შემნახველი მედიკა
Show More
More Info
37647
Generic
potassium chloride