Pigaspin tab 75mg+75mg #30
Pigaspin tab 75mg+75mg #30

Pigaspin tab 75mg+75mg #30

India

რატნამანი ჰელსქეა
cart discount
-
13.76
About Product
საერთაშორისო დასახელება - clopidogrel, acetylsalicylic acid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემოსტაზი → ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები → ანტიაგრეგანტები

პიგასპინი არის კომბინირებული პრეპარატი რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების კლოპიდოგრელის და ასპირინის ფარმაკოლოგიური თვისებებით და იწვევს ანტითრომბოლიზურ მოქმედებას თრომბოციტების აგრეგაციის ორი სხვადასხვა მეთოდის ერთდროული ბლოკადის მეშვეობით.
პიგასპინის ნაწლავში ხსნადი კაფსულა, რომელიც შეიცავს მიკროპელეტებს, ადვილად აბსორბცირდება და ხანგრძლივი გამოყენების
შემთხვევაში მაქსიმალურად იცავს კუჭის ლორწოვან გარსს დაზიანებისაგან.

ჩვენება:
• მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი პათოლოგიური Q-კბილის გარეშე)
• მწვავე კორონალური სინდრომი ST სეგმენტის ელევაციით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი)
• ათეროსკლეროზული დარღვევების პროფილაქტიკა
• იშემიური ინსულტი
• პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები

დოზირება
ერთი კაფსულა (75მგ/75მგ) დღეში ერთხელ წყლის სათანადო რაოდენობის მიყოლებით.
მწვავე კორონარული სინდრომი - მკურნალობა უნდა დაიწყოს კლოპიდოგრელის და ასპირინის 300მგ ერთჯერადი დარტყმითი დოზით, ხანგრძლივი დროით ყოველდღიური მკურნალობა უნდა გაგრძელდეს პიგასპინის ერთი კაფსულით (75მგ/75მგ) დღეში ერთხელ.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ;
აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა აქტიური პეპტური წყლული ან ქალასშიდა სისხლჩაქცევა.
ბავშვები: უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის
ორსულობა: კლოპიდოგრელი: ორსულობის კატეგორია B. ასპირინი: ორსულობა: კატეგორია D.
ლაქტაცია: კლოპიდოგრელი - უცნობია მოცემული პრეპარატი გადადის თუ არა ადმიანის რძეში, ასპირინი - გადადის დედის რძეში.
Show More
More Info
Brand
რატნამანი ჰელსქეა
Country
India
Generic
clopidogrel+acetylsalicylic acid
Dose
75მგ+75მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page