მოქმედი ნივთიერება: რივაროქსაბანი. ქსილტესი, 20გ გარსით დაფარული ტაბლეტები: ყოველი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ რივაროქსაბანს.
გამოყენების ჩვენება: მოზრდილები: ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა არასარქვლოვანი წინაგულების ფიბრილაციის მქონე მოზრდილ პაციენტებში ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორით, როგორიცაა: გულის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერტენზია, ასაკი ≥75 წელზე მეტი, შაქრიანი დიაბეტი, მანამდე გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა. ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის (ფათე) მკურნალობა, ასევე ღვთ-ის და ფათე-ის რეციდივის პროფილაქტიკა მოზრდილებში (იხ. მონაცემები ფათე-ის მქონე ჰემოდინამიურად არასტაბილური პაციენტების შესახებ, პარაგრაფში ). ბავშვები და მოზარდები: ქსილტესი, 15მგ გარსით დაფარული ტაბლეტები: ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) მკურნალობა და მორეციდივე ვთე-ის პროფილაქტიკა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომელთა წონაა 30 კგ-დან 50 კგ-მდე, საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულანტული თერაპიიდან სულ მცირე 5 დღის შემდეგ. ქსილტესი, 20მგ გარსით დაფარული ტაბლეტები: ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) მკურნალობა და მორეციდივე ვთე-ის პროფილაქტიკა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, რომელთა წონაა 50 კგ-ზე მეტი, საწყისი პარენტერალური ანტიკოაგულანტული თერაპიიდან სულ მცირე 5 დღის შემდეგ.
დოზრების რეჟიმი: ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღეში ერთხელ; ეს დოზა ასევე არის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა. თერაპია პრეპარატ ქსილტესით უნდა გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ინსულტის და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკის სარგებელი აღემატება სისხლდენის რისკს. დოზის გამოტოვების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ქსილტესი და მეორე დღეს გააგრძელოს მკურნალობა, თითო ტაბლეტით დღეში, როგორც გამოტოვებულ დოზამდე. არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.