ჩვენებები: დროგსტატი გამოიყენება ლიპიდების (ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების) დონის დასაქვეითებლად სისხლში.
დოზირება: დროგსტატის ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ერთ ჭიქა წყალთან ერთად. მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ პერიოდში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ამის მიუხედავად, რეკომენდებულია ტაბლეტის მიღება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ატორვასტატინის ან პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; შვილოსნობის უნარის მქონე პირებში, როცა არ ხდება კონტრაცეფციის შესაბამისი მეთოდის გამოყენება, ორსულობა ან დაორსულების მცდელობა და ძუძუთი კვება; ღვიძლი დაავადება; ღვიძლის ფუნქციის აუხსნელი ცვლილება სისხლის ანალიზში; დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება; C ჰეპატიტის სამკურნალოდ გლეკაპრევირ/პიბრენტასვირი კომბინაციასთან ერთად მიღება.
ორსულობა და ლაქტაცია: ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები: შეინახეთ დროგსტატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში. შეინახეთ 25რC -ზე დაბალ ტემპერატურაზე.