საერთაშორისო დასახელება - Losartan + Hydrochlorothiazide პრეპარატი წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში შედის ლოზარტან კალიუმის მარილი - ან გიოტენზინ II-ის (ტიპი AT1) რეცეპტორების ანტაგონისტი და ზომიერი ეფექტის მქონე დიურეზული საშუალება-ჰიდროქლორთიაზიდი.
ჩვენება: არტერიული ჰიპერტონია (იმ შემთხვევაში, როდესაც კომბინირებული მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია). პრეპარატის საშუალო საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 1 აბს (ლოზარტან კალიუმის მარილი 50მგ და ჰიდროქლორთიაზიდი 12.5მგ). იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დოზით მკურნალობისას არ ხერხდება არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი, პრეპარატის დოზას ზრდიან 2 აბამდე 1-ჯერ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 აბს. ძირითადად მაქსიმალური ჰიპოტენზური ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში. პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებისაგან დამოუკიდებლად სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთ-ერთ გვერდით რეაქციას წარმოადგენს თავბრუსხვევა, რომელიც პრეპარატის მიღების შემდეგ უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე პლაცებოს დროს და შეადგენს შემთხვევების 1% და მეტს. ალერგიული რეაქციები: იშვიათად-ავადმყოფებს მკურნალობის დროს აღენიშნებათ ანგიონევროზული შეშუპება (სახის, თვალების, ტუჩების, და/ან ენის შეშუპების ჩათვლით). ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: იშვიათად-ჰიპერკალიემია (კალიუმის რაოდენობა შრატში 5.5მექვ/ლ-ში აღენიშნებათ პაციენტების 0.7%-ს, მიუხედავად ამისა აღნიშნული მაჩვენებელი არ წარმოადგენს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. -ანურია; -მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების ჯგუფის სხვა წარმოებულების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია ნაყოფის თირკმელების პერფუზია, რომელიც დამოკიდებულია რენინ-ანგიოტენზინ სისტემის განვითარებაზე იწყება ორსულობის II ტრიმესტრიდან. პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე ორსულობის II და III ტრიმესტრში იწვევენ ნაყოფის დაზიანებას და სიკვდილს. ამიტომ ორსულობის დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობა შეწყდეს. თიაზიდები გაივლიან პლაცენტურ ბარიერს და მათი აღმოჩენა შესაძლებელია ჭიპლარში. შედარებით ჯანმრთელ ქალებში დიურეზული საშუალებების გამოყენება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ამ დროს იზრდება ახალშობილთა თანდაყოლილი სიყვითლის, თრომბოციტოპენიის და სხვა გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი. დიურეზული საშუალებებით მკურნალობის შედეგად ვითარდება ორსულთ ტოქსიკოზი. ჰიდროქლორთიაზიდი გადადის დედის რძეში და იწვევს არასასურველ რეაქციებს, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს. ავტომობილის მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, შესაძლებელია მხოლოდ პრეპარატისადმი ავადმყოფის ინდივიდუალური დამოკიდებულების შესწავლის შემდეგ.