რილმენიდინ გრინდექსი გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ მოზრდილებში.
რილმენიდინ გრინდექსი 1 მგ ტაბლეტები
რა არის რილმენიდინ გრინდექსი და რისთვის გამოიყენება ის?
რილმენიდინ გრინდექსი გამოიყენება ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ მოზრდილებში. შეიცავს აქტიურ ნივთიერებას რილმენიდინს, რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას. პერორალური მიღების შემდეგ ის სწრაფად შეიწოვება და ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში.
რას შეიცავს რილმენიდინ გრინდექსი:
- აქტიური ნივთიერებაა: რილმენიდინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 1 მგ რილმენიდინს, რომელიც ექვივალენტურია 1,544 მგ რილმენიდინის დიჰიდროფოსფატის.
- სხვა ინგრედიენტებია: ცელულოზა, მიკროკრისტალური, კროსპოვიდონი B ტიპის, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
რა უნდა იცოდეთ რილმენიდინ გრინდექსის გამოყენებამდე
არ გამოიყენება თუ:
‒ თქვენ ხართ ალერგიული რილმენიდინის ან ამ წამლის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.
‒ გაწუხებთ მძიმე დეპრესია,
‒ თირკმელების მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (თირკმელების დაავადება) (კრეატინინის კლირენსი ˂ 15 მლ/წთ),
‒ იღებთ სულტოპრიდის შემცველ ნებისმიერ მედიკამენტს (გამოიყენება ისეთი ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა შიზოფრენია)
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
- რილმენიდინ გრინდექსის გამოყენებმადე მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
- არასოდეს შეწყვიტოთ მკურნალობა მოულოდნელად; თუ საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს ექიმის რეკომენდაციით.
- აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ ბოლოდროინდელი გულ-სისხლძარღვთა დაავადების ისტორია (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი).
- ეს მკურნალობა უნდა ჩატარდეს რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
- თუ ხანდაზმული ხართ ფრთხილად იყავით, რადგან ადგომისას შეიძლება მკვეთრად დაეცეს არტერიული წნევა და დაცემის საფრთხის წინაშე დადგეთ.
- თუ ღებულობთ მედიკამენტებს, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის (ბეტა-ბლოკატორები) ან დეპრესიის (მაო-ს ინჰიბიტორები) სამკურნალოდ, გაესაუბრეთ ექიმს, რადგან არ არის რეკომენდებული მათი კომბინაცია რილმენიდინ გრინდექსთან.
- მოერიდეთ ალკოჰოლს ამ მედიკამენტის მიღებისას .
ბავშვები და მოზარდები:
რილმენიდინ გრინდექსი არ უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში და მოზარდებში (18 წლამდე).
სხვა მედიკამენტები და რილმენიდინ გრინდექსი:
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
არ მიიღოთ რილმენიდინ გრინდექსი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:
‒ სულტოპრიდი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა შიზოფრენია).
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან არ არის რეკომენდებული რილმენიდინ გრინდექსთან კომბინაციაში:
‒ ბეტა-ბლოკატორები (ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი), რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ,
‒ ნატრიუმის ოქსიბატი (გამოიყენება ნარკოლეფსიის სამკურნალოდ),
‒ მაო-ს ინჰიბიტორები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).
აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ განსაკუთრებული მოვლა:
‒ ბაკლოფენი (კუნთების დაჭიმულობის სამკურნალოდ, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი),
‒ ბეტა-ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი წნევის, სტენოკარდიის, გულმკერდში ტკივილის სამკურნალოდ),
‒ მედიკამენტები არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, დოფეტილიდი, იბუტილიდი, სოტალოლი),
‒ გარკვეული ნეიროლეპტიკები (ე.წ. "ნერვის დამთრგუნველი", გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ): ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, თიორიდაზინი, ამისულპრიდი, სულპირიდი, თიაპრიდი, დროპერიდოლი, ჰალოპერიდოლი, ფიმოზიდი,
‒ ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მალარიის გარკვეული ტიპების სამკურნალოდ),
‒ მიზოლასტინი (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, როგორიცაა თივის ცხელება),
‒ მოქსიფლოქსაცინი, ინტრავენური ერითრომიცინი, ინტრავენური სპირამიცინი (ანტიბიოტიკები ინფექციების სამკურნალოდ),
‒ ფენტამიდინი (გამოიყენება გარკვეული ტიპის პნევმონიის სამკურნალოდ),
‒ ინტრავენური ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულებში სიმპტომური კოგნიტური დარღვევების სამკურნალოდ, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),
‒ ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ, მდგომარეობა, რომელიც იწვევს გულმკერდის ტკივილს),
‒ ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პრობლემების სამკურნალოდ),
‒ ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
‒ ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, გარდა რილმენიდინი გრინდექსისა (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ).
აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მიღებისას, რადგან გასათვალისწინებელია მათი კომბინაცია რილმენიდინ გრინდექსთან:
‒ ალფა-ბლოკატორები (გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ),
‒ ამიფოსტინი (გამოიყენება ქიმიოთერაპიასა და რადიოთერაპიაში),
‒ კორტიკოსტეროიდები (გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობის სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით),
‒ ტეტრაკოსაქტიდი (გამოიყენება კრონის დაავადების სამკურნალოდ, პერორალური თერაპია) (გარდა ჰიდროკორტიზონისა, რომელიც გამოიყენება ადისონის დაავადების სამკურნალოდ),
‒ სხვა ნეიროლეპტიკები (ასევე უწოდებენ "ნერვის დამთრგუნველებს", რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ),
‒ იმიპრამინის ანტიდეპრესანტები (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების მკურნალობაში, როგორიცაა დეპრესია),
‒ სხვა ცენტრალური მოქმედების ნერვული სისტემის მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ თქვენს სიფხიზლეზე რილმენიდინ გრინდექსთან კომბინაციაში გამოყენებისას:
მორფინის წარმოებულები (ტკივილგამაყუჩებლები, ხველების საწინააღმდეგო და ჩანაცვლებითი თერაპია), შფოთვისა და ძილის დარღვევების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები (ბენზოდიაზეპინები, ანქსიოლიზური საშუალებები, ბენზოდიაზეპინების გარდა, საძილეები, ნეიროლეპტიკები), სედატიური H1-ჰისტამინი რეცეპტორების ანტაგონისტები (გამოიყენება ალერგიისა და ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ), მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი), სხვა ცენტრალური მოქმედების მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მაღალი წნევის სამკურნალოდ, ბაკლოფენი (გამოიყენება კუნთების შებოჭილობის სამკურნალოდ, ისეთი დაავადების დროს როგორიცაა გაფანტული სკლეროზი), თალიდომიდი (გამოიყენება გარკვეული ტიპის კიბოს სამკურნალოდ), პიზოტიფენი და ინდორამინი (გამოიყენება შაკიკის შეტევების სამკურნალოდ).
რილმენიდინ გრინდექსი ალკოჰოლთან ერთად:
მკურნალობის დროს მოერიდეთ ალკოჰოლს.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ პრეპარატის მიღებამდე.
ორსულობა:
ორსულობისას ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ძუძუთი კვება:
არ უნდა მიიღოთ რილმენიდინ გრინდექსი, თუ ძუძუთი კვებათ ბავშვს. დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების მართვა:
რილმენიდინ გრინდექსმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ამან შესაძლოა შეამციროს თქვენი მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი.
როგორ უნდა იქნას გამოყენებული რილმენიდინ გრინდექსი
მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტათ ისე, როგორც ეს თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გირჩიათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ზრდასრული პაციენტებისთვის.
რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი დღეში, როგორც ერთჯერადი დოზა დილით, ჭამის დასაწყისში. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ჭიქა წყალთან ერთად.
თუ პასუხი არასაკმარისია მკურნალობის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე დღეში (1 ტაბლეტი დილით და 1 ტაბლეტი საღამოს) ჭამის წინ.
ვინაიდან ამ მედიკამენტით მკურნალობა კარგად გადაიტანება, რილმენიდინი შეიძლება დაინიშნოს ხანდაზმულ და დიაბეტიან პაციენტებში.
თუ მიიღებთ გათვალისწინებულზე მეტი რილმენიდინ გრინდექსი:
პრეპარატის ზედმეტი დოზის მიღებისას შესაძლოა მოხდეს არტერიული წნევისა და სიფხიზლის დაქვეითება. ასეთ დროს დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ რილმენიდინ გრინდექსის მიღება:
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის სანაცვლოდ.
თუ შეწყვეტთ რილმენიდინ გრინდექსის მიღებას:
არასოდეს შეწყვიტოთ მკურნალობა მოულოდნელად, თქვენი ექიმი შეამცირებს დოზას თანდათან.
დამატებითი კითხვების არსებობისას ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს
შესაძლო გვერდითი მოვლენები
თუ გაქვთ შენელებული გულისცემის სიმპტომები (ბრადიკარდია), როგორიცაა თავბრუსხვევა, სისუსტე ან დაღლილობა, მიმართეთ ექიმს.
ხშირი (შესაძლოა გამოუვლინდეს 10-დან 1 ადამიანს):
- შფოთვა, დეპრესია, უძილობა,
- ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა,
- პალპიტაცია (აჩქარებული გულისცემა),
- ცივი ხელები და/ან ფეხები,
- კუჭის ტკივილი, პირის სიმშრალე, დიარეა, ყაბზობა,
- გამონაყარი, ქავილი,
- კუნთების კრუნჩხვები,
- სექსუალური დარღვევები,
- სისუსტე, დაღლილობა, შეშუპება (შეშუპება).
არახშირი (შესაძლოა გამოუვლინდეს 100-დან 1 ადამიანს):
- სიწითლე, არტერიული წნევის დაქვეითება ფეხზე ადგომისას;
- ავადმყოფობის შეგრძნება (გულისრევა).
იშვიათი (შესაძლოა გამოუვლინდეს 1 000-დან 1 ადამიანს):
- ქოშინი.
უცნობია: (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით):
- შენებული გულისცემა (ბრადიკარდია).
გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია:
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. იგულისხმება ის გვერდითი მოვლენებიც, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი აღნიშნულ ინსტრუქციაში. ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ მედიკამენტების სახელმწიფო სააგენტოს, იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv. გვერდითი ეფექტების აღრიცხვით თქვენ შეგიძლიათ მიაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ შევინახოთ რილმენიდინ გრინდექსი
- შეინახეთ აღნიშნული პრეპარატი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.
- არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
- არ შეინახოთ 25 C-ზე მეტ ტემპერატურაზე.
- არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი: სს გრინდეკსი.