Telzisart H tab 80mg+12.5mg #30
Telzisart H tab 80mg+12.5mg #30

Telzisart H tab 80mg+12.5mg #30

India

ლაბ. ზიმი
About Product
დასახელება - TELZISART H - ტელზისარტი-H 80/12.5მგ 30 ტაბლეტი

გამოყენების ჩვენება
ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა.
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფიქსირებულ დოზიანი ტაბლეტების კომბინაცია მოზრდილებისთვის, რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით.
დოზირება და მიღების მეთოდი
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა მიღონ პაციენტებმა. რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით. ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე გადასვლამდე რეკომენდებულია თითოეული კომპონენტის დოზის ინდივიდუალური ტიტრაცია. კლინიკურად გამართლებულ შემთხვევაში შესაძლებელია მონოთერაპიიდან კომბინაციაზე გადასვლა.
• ტელმისარტანი 80მგ და ჰიდროქლოროთიაზიდი 12,5მგ USP ტაბლეტების მიღება შეიძლება დღეში ერთხელ პაციენტებში, რომელთა სისხლის წნევაც ადექვატურად ვერ კონტროლდება მხოლოდ ტელმისარტანის გამოყენებით

თირკმლის დაზიანება
სასურველია თირკმლის ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი.

ღვიძლის დაზიანება
ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დოზამ არ უნდა გადააჭარბოს ტელმისარტანს 40მგ და ჰიდროქლოროთიაზიდს 12,5მგ UშP ტაბლეტებს დღეში ერთხელ. ტელმისარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები ნაჩვენები არ არის ღვიძლის მძიმე უკმარისობით დაავადებული პაციენტებისთვის. თაიზიდები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულები
დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის

პედიატრული პოპულაცია
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები არ არის.

მიღების მეთოდი
ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები განკუთვნილია დღეში ერთხელ ორალური მიღებისთვის, უნდა მიიღონ სითხესთან ერთად, საკვებით ან მის გარეშე.
სამედიცინო პროდუქტის გამოყენებამდე მისაღები უსაფრთხოების ზომები-ტელმისარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ტაბლეტები უნდა შეინახონ დახურულ ბლისტერში ტაბლეტების ჰიგროსკოპული მახასიათებლები გამო. ბლისტერიდან ტაბლეტები უნდა ამოიღონ უშუალოდ გამოყენებამდე.

უკუჩვენება
• ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ინგრედიენტის მიმართ
• ჰიპერმგრძნობელობა სულფონამიდის-წარმოებული სხვა პროდუქტებისადმი (რადგან ჰიდროქლოროთიაზიდი არის სულფონამიდის წარმოებული სამედიცინო პროდუქტი)
• ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი
• ქოლესტაზი და ბილიარული ობსტრუქციული დაავადებები
• ღვიძლის მწვავე უკმარისობა
• თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი <30მლ/წთ)
• რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპერკალციემია
შენახვის ვადა
3 წელი.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვისთვის
ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ზიმი
Country
India
Generic
telmisartan+hydrochlorthiazidum
Dose
80მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page