Defal tab 6mg #20

Defal tab 6mg #20

Spain

ფაეს ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - deflazacort
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდები

რა არის დეფალი და რისთვის გამოიყენება
დეფალი წარმოადგენს ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებების მქონე კორტიკოსტეროიდების ჯგუფის პრეპარატს. მისი უსაფრთხოების პროფილი განსხვავდება, რადგან ნაკლებად აფერხებს გლუციდის მეტაბოლიზმს და გააჩნია ნაკლები მინერალოკორტიკოსტეროიდული ეფექტი ვიდრე სხვა კორტიკოსტეროიდებს.

დეფალი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
რევმატული და კოლაგენური დაავადებები.
კანის დაავადებები.
ალერგიული დაავადებები: ბრონქული ასთმა, რომელიც არ რეაგირებს ტრადიციულ მკურნალობაზე.
სასუნთქი აპარატის დაავადებები.
თვალის დაავადებები.
სისხლის დაავადებები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.
თირკმლის დაავადებები.
ღვიძლის დაავადებები.

დეფალის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. აღნიშნული პრეპარატი მიიღება პერორალურად. ექიმი მოგცემთ მითითებას თუ რამდენი ტაბლეტი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ. დოზა ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის და შეიძლება შეცვალოს ექიმმა იმის მიხედვით თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად დეფალმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძირითადად ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში დაფიქსირებული დეფალის გვერდითი ეფექტებია:
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის წყლული.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შფოთვა, ძილის პრობლემები.
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: შეხორცების პრობლემები, კანის დაზიანება.
დარღვევები გულის და სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის ზრდა (ჰიპერტენზია), სითხის შეკავება ქსოვილებში (შეშუპება).
დარღვევები ენდოკრინული სისტემის მხრივ: წონის მატება, შაქრიანი დიაბეტის გართულება, მენსტრუაციის შეწყვეტა (ამენორეა).
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების მხრივ: კუნთების სისუსტე, ოსტეოპოროზი.
მხედველობითი დარღვევები: თვალებთან დაკავშირებული პრობლემები.
სიხშირე უცნობია (სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით): მხედველობის დაბინდვა.
დეფალის მიღებამ სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც იწვევენ კუნთების რელაქსაციას, განსაკუთრებით კი მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღებისას, შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სერიოზული დარღვევები. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ფაეს ფარმა
Country
Spain
Generic
Deflazacort
Dose
6მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page