Hydrocortisone Richter 125mg+25mg/5ml suspension for injection #1
Hydrocortisone Richter 125mg+25mg/5ml suspension for injection #1

Hydrocortisone Richter 125mg+25mg/5ml suspension for injection #1

Hungary

გედეონ რიხტერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Hydrocortisone,Lidocaine
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოსტეროიდები

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები: სახსრის ზომისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით 5-50 მგ შინაგანად ან პერიარტიკულარულად.
ბავშვები: 5-30 მგ დღე-ღამეში, დანაწილებული რამდენიმე მიღებად.
ხანდაზმულები: ხანდაზმულობის ასაკში კორტიკოსტეროიდული თერაპიის გვერდითი მოვლენები უფრო ინტენსიურად ვლინდება. 24 საათის მანძილზე შეიძლება არაუმეტეს სამი სახსრის ინიექცირება. თერაპიის კურსის ჩატარება შესაძლებელია სამკვირიანი ინტერვალით. პრეპარატის სახსარში შეყვანისას, ჰიდროკორტიზონმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჰიალინის ხრტილზე, ამიტომ, ერთი წლის მანძილზე დაუშვებელია ერთი სახსრის მხოლოდ სამჯერადი მკურნალობა. დაუშვებელია პრეპარატის უშუალოდ მყესში შეყვანა, ამიტომ, ტენდონიტის დროს პრეპარატი შეყვანილ უნდა იქნეს მყესის საშოში. პრეპარატი არ გამოიყენება სისტემური მკურნალობისთვის.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, ინფიცირებული სახსარი, ფეხმძიმობის პირველი ტრიმესტრი, კუშინგის სინდრომი, მიდრეკილება თრომბოემბოლიური დაავადებებისკენ, სისტემური ინფექციური დაავადება მიზანმიმართული თერაპიის გარეშე, აქილევსის მყესის მკურნალობა.

გვერდითი მოვლენები
სხვათა მსგავსად, ადგილობრივი, შიდასახსრის სტეროიდული პრეპარატის გამოყენებისას გვხვდება გვერდითი მოვლენები ინექციის ადგილას შესიებისა და ტკივილის სახით. როგორც წესი, პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ ეს მოვლენები სპონტანურად ქრება. კანზე, შესაძლოა, გაჩნდეს სხვა სახის ნიშნები: ჭრილობის შენელებული შეხორცება, კანის ატროფია, ზოლები, ფერიმჭამელები, ქავილი, ფოპლიკულიტი, ჰირსუტიზმი, ჰიპოპიგჟმენტაცია, ირიტაცია, გამოშრობა, კანის შეთხელება მგრძნობელობის მომატება, აგრეთვე კანის კაპილარების გაფართოება. განსაკუთჟრებით, პრეპარატის ჭარბი დოზით შეყვანისას, საჭიროა ხანგრძლივი დროის მანძილზე გაეწიოს ანგარიში კორტიკოსტეროიდისა და ლიდოკაინის სისტემურ ქმედებებს.
წყლისა და ელექტროლიტების ცვლა
შესაძლოა აღინიშნოს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეფერხება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემური ალკალოზი, ჰიპერტონია და გულის უკმარისობა.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
კორტიკოსტეროიდებს შეუძლია ოსტეოპოროზის გამოწვევა და ბავშვის ზრდის შეფერხება. შესაძლებელია სტეროიდული მიოპათიის ჩამოყალიბება და ასეპტიკური ნეკროზი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლულის განვითარება სისხლდენითა და პერფორაციით, კუჭიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, ეზოფაგიტი.

ცენტრალური ნერვული სისტემა
შესაძლოა აღინიშნოს ქალის შიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის შეშუპებით (მხედველობის ნერვის შეფერხების სინდრომი), კონვულსიები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ფსიქიური დარღვევები.
თვალები
შესაძლოა შეგვხვდეს რქოვანას წყლული, მომატებული თვალისშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფტალმი. ბავშვვებში იზრდება კატარაქტის რისკი.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა
თუკი ადგილობრივად შეყვანილი ლიდოკაინი გაიწოვება, შეიძლება წარმოიშვას პერიფერიული სისხლძარღვების გამტარებლობის დარღვევვა.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
Hungary
Generic
hydrocortisone acetate
Dose
125მგ+25მგ/5მლ
Form
სუსპენზია საინექციო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page