Vegaspan suspension for injection (5mg+2mg) 1ml ampoule #1
Vegaspan suspension for injection (5mg+2mg) 1ml ampoule #1

Vegaspan suspension for injection (5mg+2mg) 1ml ampoule #1

Republic of Moldova

ბალკან ფარმაცევტიკალს
About Product
დასახელება - ვეგასპანი სუსპენზია საინექციო (5მგ+2მგ)/1მლ 1მლ ამპულა #1

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები, გლუკოკორტიკოსტეროიდები

უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა ბეტამეთაზონის, სხვა კორტიკოსტეროიების ან ზემოაღნიშნული შემავსებლების მიმართ.
- სისტემური სოკოვანი ინფექციები.
- ვეგასპანი არ გამოიყენება ინტრამუსკულურად იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა.
გამოყენების წესი და დოზირება:
სისტემური გამოყენება
სისტემური თერაპიისთვის მკურნალობა უმრავლეს შემთხვევებში იწყება 1 ან 2 მლ-ით და მეორდება საჭიროებისამებრ. მიიღება ღრმა ინტრამუსკულური (იმ) ინექციით დუნდულა კუნთში. დოზირება და მიღების სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობის სიმძიმესა და თერაპიულ ეფექტზე.
მწვავე დაავადებების დროს, როგორიც არის ერითემატოზული მგლურა ან ასთმური სტატუსი, რომლის მოხსნაც მოხერხდა შესაბამისი სასიცოცხლო პროცედურებით, მკურნალობის საწყის ეტაპზე შეიძლება საჭირო იყოს 2მლ.
დერმატოლოგიური მდგომარეობების დიდი უმრავლესობა პასუხობს კორტიკოსტეროიდების ინტრამუსკულურ ინექციაზე. დადგენილია, რომ 1 მლ განმეორებითი ინტრამუსკულური ინექცია, პასუხიდან გამომდინარე, არის საკმარისი.
სასუნთქი სისტემის დაავადებებში სიმპტომების შემსუბუქება განვითარდა 1 მლ ვეგასპანის ინტრამუსკულური ინექციიდან რამდენიმე საათში. ბრონქული ასთმის, თივის ცხელების, ალერგიული ბრონქიტის და ალერგიული რინიტის სიმპტომების ეფექტური კონტროლი მიღებულია ვეგასპანის 1-2 მლ-ით.
მწვავე ან ქრონიკული ბურსიტის მკურნალობისთვის კარგი შედეგები მიიღება ვეგასპანის 1-2 მლ ინტრამუსკულური ინექციით, გამეორება ხდება საჭიროებისამებრ.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ!
განსაკუთრბული გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის:
ვეგასპანი არ არის განკუთვნილი ინტრავენური და კანქვეშა შეყვანისთვის!
მისი გამოყენებისას აუცილებელია ასეპტიკის წესების მკაცრი დაცვა.
ვეგასპანი შეიცავს ბეტამეთაზონის ორ ეთერს, რომელთაგან ერთი- ნატრიუმის ბეტამეთაზონის ფოსფატი, სწრაფად ქრება ინექციის ადგილიდან. აქედან გამომდინარე ექიმმა პრეპარატის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ვეგასპანის ამ ხსნადი ნაწილის სისტემური ეფექტის პოტენციალი.
Show More
More Info
Brand
ბალკან ფარმაცევტიკალს
Country
Republic of Moldova
Generic
betamethasone
Dose
(5მგ+2მგ)/1მლ
Form
სუსპენზია საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
1
Volume
1მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page