acnelec 1mg/g 30g cream for external use tube #1
acnelec 1mg/g 30g cream for external use tube #1

acnelec 1mg/g 30g cream for external use tube #1

Poland

ელფა
About Product
შემადგენლობა: ადაპალენი

მოქმედი ნივთიერება:ადაპალენი 1გრ კრემი შეიცავს 1 მგ ადაპალენს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აკნელეკის კრემი შეიცავს ადაპალენს რომელსაც ახასიათებს რეტინოიდების მსგავსი მოქმედება - კანზე დატანისას ხელს უწყობს ეპიდერმისის კერატინიზაციისა და დიფერენციაციის პროცესების ნორმალიზებას, ამცირებს ანთებით ცვლილებებს (პაპულები და პუსტულები), ხელს უშლის კომედონების წარმოქმნას.ჩვენებები:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნე ( Acne vulgaris)
მაკულოპაპულური გამონაყარი

გამოყენების მეთოდი:
აკნელეკის კრემი დატანილი უნდა იქნას დღეში ერთხელ საღამოს, წინასწარ გასუფთავებულ და მშრალ კანზე. უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ აკნეს სიმძიმის მიხედვით.

უკუჩვენებები:
უ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ;
უ 12 წლამდე ასაკი;
უ ორსულობა;განსაკუთრებული მითითებები:
აკნელეკის კრემის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს. აკნელეკის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას ტუჩებზე, თვალებსა და ლორწოვანი გარსებზე. შემთხვევით მოხვედრისას - ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით წყლით.
აკნელეკის კრემი არ გამოიყენება ჭრილობებსა და კანის დაზიანებულ უბნებზე ( სადაც დარღვეულია კანის მთლიანობა).
აკნელეკის კრემის გამოყენებისას კანი ხდება უფრო მგრძნობიარე ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ადგილობრივად გამოყენებული წამლებისა თუ კოსმეტიკური საშუალებების მიმართ. ამიტომ, მკურნალობის პროცესში, მოერიდეთ ულტრაიისფერ და მზის სხივების ჭარბ ზემოქმედებას (მაგალითად, გამოიყენეთ ქუდი და მზისგან დამცავი კრემი). არ გამოიყენოთ აკნესადმი მიდრეკილი კანის მოვლის ან კანის დამჭიმავი ეფექტის მქონე კოსმეტიკური საშუალებები.

გვერდითი მოვლენები:
ხშირი(10 დან 1 პაციენტში) კანის სიმშრალე, კანის ადგილობრივი გაღიზიანება , წვის შეგრძნება, სიწითლე.
არახშირი (100 დან 1 პაციენტში) კონტაქტური დერმატიტი, ქავილი, აქერცვლა მზით დამწვრობ

უცნობი სიხშირის:
ალერგიული კონტაქტური რეაქციები, სახის შეშუპება, ქუთუთოების - შეშუპება, გაღიზიანება, ჰიპერემია,ქავილი; კანის გაუფერულება ან გამუქება, დამწვრობა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25რC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.

შენახვის ვადა:
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.

გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.
Show More
More Info
Brand
ელფა
Country
Poland
Generic
adapalen
Dose
0.1%
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page