Axotret caps 20mg #60
Axotret caps 20mg #60

Axotret caps 20mg #60

Poland

არისტო ფარმა
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება არის იზოტრეტინოინი. ერთი რბილი კაფსულა შეიცავს 20მგ იზოტრეტინოინს. დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროგენირებული სოიოს ზეთი, ჰიდროგენირებული მცენარეული ზეთი, ფუტკრის თეთრი ცვილი, დინატრიუმის ედეტატი, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, რაფინირებული სოიოს ზეთი. კაფსულის გარსი (აქსოტრეტი 20მგ): ჟელატინი, გლიცეროლი, ალურა წითელი (E 129), ბრილიანტის ლურჯი (E 133), ტიტანის დიოქსიდი (E 171), გაწმენდილი წყალი
საბეჭდი მელანი: შელაკის მინანქარი, რკინის ოქსიდი შავი (E172), n-ბუტანოლი, პროპილენგლიკოლი, იზოპროპანოლი, ამონიუმის ჰიდროქსიდი.

ჩვენებები: აქსოტრეტი ნაჩვენებია მძიმე ტიპის აკნეს სამკურნალოდ (მაგ. კვანძოვანი ან კონგლობატური აკნე ან მუდმივი ნაწიბურების განვითარების რისკის მქონე აკნე), რომელიც არ პასუხობს სტანდარტულ თერაპიას სისტემური ანტიბაქტერიული საშუალებებით და ადგილობრივ თერაპიას. იზოტრეტინოინით მკურნალობა მიმდინარეობს მძიმე ფორმის აკნეს მკურნალობისას, სისტემური რეტინოიდების გამოყენებაში გამოცდილი დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. აქსოტრეტი არ გამოიყენება პრეპუბერტალური აკნეს სამკურნალოდ და არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედა; არსებობს დაორსულების შანსი, უნდა დაიცვან მითითებანი, რომელიც მოცემულია „ორსულობა და პრევენციის პროგრამა“-ში, იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“; თუ პაციენტი არის ალერგიული იზოტრეტინოინის, სოიოს ზეთის (არაქისის ან სოიოს) ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; აქვს ღვიძლის დაავადება; აქვს სისხლში ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე; აქვს ორგანიზმში A ვიტამინის ძალიან მაღალი დონე (ჰიპერვიტამინოზი A); იმავდროულად იტარებს მკურნალობას ტეტრაციკლინებით.მკურნალობის დროს გამოიყენება კანის დამატენიანებელი მალამო ან კრემი და ტუჩების ბალზამი, ვინაიდან იზოტრეტინოინით მკურნალობისას შესაძლებელია განვითარდეს კანის ან ტუჩების სიმშრალე, ან ორივე.
ფსიქიატრიული დარღვევები: დაფიქსირდა დეპრესია, დეპრესიის გამწვავება, შფოთვა, აგრესიული ტენდენციები, განწყობის ცვლილებები, ქცევითი დარღვევები, ფსიქოზური სიმპტომები და იშვიათად სუიციდური აზრები, სუიციდის მცდელობები და თვითმკვლელობა.აქსოტრეტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: აქსოტრეტი უნდა მიიღონ ჭამის დროს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: დამატებითი ინფორმაცია ორსულობისა და კონტრაცეფციის შესახებ მოცემულია პარაგრაფში „ორსულობის პრევენციის პროგრამა“.
თუ პაციენტი არის ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ეჭვობს ორსულობას ან გეგმავს ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
არისტო ფარმა
Country
Poland
Generic
isotretinoin
Dose
20მგ
Form
კაფსულა
Quantity
60
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page