Axytop cream 2% 30.0 #1
Axytop cream 2% 30.0 #1

Axytop cream 2% 30.0 #1

India

ლაბ. ზეე
About Product
შემადგენლობა:კეტოკონაზოლი-B.P 2% წ-წ, კრემის ფუძე–ს.რ.

ჩვენება: ადგილობრივი გამოყენებისთვის კანის დერმატოფიტური ინფექციების სამკურნალოდ როგორიცაა tinea corporis, tinea cruris, tinea manus, tinea pedis ინფექციები, რომელთა გამომწვევიც არის Trichophyton spp., Microsporon spp., Epidermophyton spp. აქსიტოპი აგრეთვე ნაჩვენებია კანის კანდიდოზის (ვულვიტის ჩათვლით), tinea (ნაირფერი ლიქენი და სებორეული დერმატიტი, რომელიც გამოწვეულია Malesseria-თი (ადრე ეწოდებოდა Pityrosporum) სამკურნალოდ.

უკუჩვენება: კეტოკონაზოლის კრემი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის ან თვითონ კეტოკონაზოლის მიმართ.

დოზირება და გამოყენების მეთოდი: კეტოკონაზოლი კრემი გამოიყენება მოზრდილებში Tinea pedis: აქსიტოპი® კრემი გამოიყენება დაზიანების არეში დღეში ორჯერ. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა მსუბუქი ინფექციებისთვის არის 1 კვირა. უფრო მძიმე და ვრცელი ინფექციებისთვის (მათ შორის ერთი ან ორივე ტერფის ჩათვლით), რეციდივების გამოსარიცხად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ნიშნების და სიმპტომების გაქრობიდან რამენიმე დღე. სხვა ინფექციებისთვის: აქსიტოპი კრემის გამოყენება უნდა მოხდეს დაზიანების უბნებში ყოველდღიურად, ინფექციის სიმწვავიდან გამომდინარე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ყველა ნიშნის და სიმპტომის გაქრობიდან რამდენიმე დღე. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობაა: tinea versicolr–2-3 კვირა, tinea corporis–3-4 კვირა. თუ 4 კვირის შემდეგ არ აქვს ადგილი არანაირ კლინიკურ გაუმჯობესებას დიაგნოზი უნდა გადაიხედოს. ინფექციის განმეორების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჰიგიენის ზოგადი ზომების მიღება ინფექციის კერასთან მიმართებაში. სებორეული დერმატიტი ეს არის ქრონიკული დაავდება და რეციდივი მეტად სავარაუდოა. გამოყენების მეთოდი: კანზე დასატანად. პედიატრია: კეტოკონაზოლის 2% კრემის პადიატრიულ პაციენტებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები: კეტოკონაზოლის კრემი განკუთვნილი არ არის ოფთალმოლოგიური გამოყენებისთვის. ადგილობრივ კორტიკოსტეროიდთან ერთად მიღებისას მოხსნის ეფექტის პრევენციისთვის კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ რეკომენდებულია დილით მსუბუქი კორტიკოსტეროიდის გამოყენება და აქსიტოპის საღამოს წასმა, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდი თანდათანობით უნდა მოიხსნას 2-3 კვირის განმავლობაში. პაციენტი უნდა მოერიდოს თვალებთან კონტაქტს.

გვერდითი მოვლენები: კეტოკონაზოლის კრემის ზოგადი გვერდითი ეფექტებია: კანის წვის შეგრძნება, აპლიკაციის ადგილის ერითემა, აპლიკაციის ადგილის ქავილი. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მეიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: ადგილობრივი გამოყენება: ადგილობრივად დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ერითემა, შეშუპება და წვის შეგრძნება, რაც გაქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

შიგნით მიღება: შემთხვევით შიგნით მიღებისას უნდა გატარდეს დამხმარე და სიმპტომური ზომები.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შენახვა: ინახება ბნელ და მშრალ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, პირდაპირი სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ზეე
Country
India
Generic
ketoconazole
Dose
2%
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page