ექსოდერილის სპრეი გამოიყენება ფეხების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
აქტიური ნივთიერება: ყოველი 1 მლ სპრეის ხსნარი შეიცავს 10 მგ ნაფტიფინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები:
1 მლ სპრეიზე - პროპილენგლიკოლი 0,05გრ , ეთანოლი 0,40გრ
იგი გამოიყენება ფეხების სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
თუ სხვა დოზა არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ, ექსოდერილი უნდა შეისხუროთ ინფიცირებულ ადგილზე დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს. ხსნარი უნდა შეისხუროთ ისე, რომ ინფიცირებული კანიდან გავრცელდეს მედიკამენტი მიმდებარე ჯანსაღი კანის მიღმა დაახლოებით 2 სმ-ით. მიუხედავად იმისა, რომ სუბიექტური სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, ძალიან სწრაფად ქრება, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში დაავადების ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ რეციდივის თავიდან ასაცილებლად. მკურნალობის მთლიანი დრო დამოკიდებულია ინფექციაზე, დაავადების გამომწვევი სოკოს ტიპზე, ინფექციის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე.
ეს სამკურნალო საშუალება გამოიყენება ადგილობრივად.
გამოყენებამდე დაავადებული კანი ან ფრჩხილის ადგილი უნდა დაიბანოთ თბილი წყლით და კარგად გაიშროთ. სამკურნალო საშუალების შეფუთვის პირველი გახსნისას უნდა გაასხათ სპრეი პულივიზატორზე რამოდენიმეჯერ დაწოლის მეშვეობით. როდესაც ხსნარი დაიწყებს კარგად გასხურებას, ყოველ გასხმაზე გამოიყოფა 0,1 მლ ექსოდერილის ხსნარი. მისი სპეციალური დიზაინის წყალობით შესაძლებელია სხეულის ნაკეცებში ლოკალიზრბული ინფექციების კერებშიც შეღწევა, რადგან დგუში ადვილად მორგებადია ბოთლის ყველა პოზიციაზე. თუ მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ კლინიკური გაუმჯობესება არ შეინიშნება, საჭიროა მკურნალობის ხელახლა გადახედვა.
არ უნდა იქნას გამოყენებული ნაფტიფინის ან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.
ნაფტიფინისთვის კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს გამოყენების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ მიუთითებს პირდაპირ ან არაპირდაპირ მავნე ზემოქმედებაზე ორსულობაზე/ემბრიონულ/ნაყოფის განვითარებაზე/დაბადებაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე.
სიფრთხილეა საჭირო ორსულებში ამ პრეპარატის გამოყენებისას.
უცნობია გამოიყოფა თუ არა ნაფტიფინი დედის რძეში. ცხოველებში ნაფტიფინის გამოყოფა რძეში არ არის შესწავლილი. ექსოდერილით მკურნალობის ან ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვისთვის ძუძუთი კვების და ეგზოდერილით დედისთვის მკურნალობის სარგებელი.
ის უნდა ინახებოდეს ოთახის არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.