Formula 176 - Healing Zinc Cream 60gr #1
Formula 176 - Healing Zinc Cream 60gr #1

Formula 176 - Healing Zinc Cream 60gr #1

Ireland

ოველე
About Product
სამკურნალო კრემი თუთიის შემცველობით
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
გარეგანი გამოყენების ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა:
თუთიის ოქსიდი 15%
გვირილას ექსტრაქტი
ბისაბოლოლი
მაგნიუმის სულფატი
დამხმარე ნივთიერებები: წყალი, თხევადი პარაფინი (მინერალური ზეთი), ვაზელინი, გლიცერინი, მიკროკრისტალური ცვილი, სორბიტანის იზოსტეარატი, ბენზილის სპირტი, ტეტრასოდიუმ გლუტამატის დიაცეტატი, BHT (ბუტილჰიდროქსიტოლუოლი).
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფორმულა 176 ხსნის სისველეს, ახასიათებს ადსორბციული, შემკვრელი და ანტისეპტიკური მოქმედება. დაზიანებულ ზედაპირზე დატანებისას მცირდება ექსუდაცია, ანთება და ქსოვილის გაღიზიანება, წარმოიქმნება გამაღიზიანებელი ფაქტორებისგან დამცავი ფიზიკური ბარიერი. ფორმულა 176 იცავს გაღიზიანებულ კანს და ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესს.
თუთიის ოქსიდი ამშვიდებს და იცავს გაღიზიანებულ კანს.
გლიცერინი - ამცირებს ტრანსეპიდერმული წყლის დანაკარგს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანის გამოშრობა. ქმნის წყალგაუმტარი ტენიანობის ბარიერს, რაც იცავს კანს შემდგომი გაღიზიანებისგან.
გვირილა - ხელს უწყობს კანის სიმშრალის და ანთებითი პროცესის შემცირებას, გაღიზიანებული კანის დამშვიდებას.
ბისაბოლოლი - ბუნებრივი კომპონენტია, რომელიც ხელს უწყობს კრემებისა და მალამოს მოქმედი ნივთიერებების კანში ღრმად შეწოვასა და აძლიერებს მათ ეფექტს. იგი შეიცავს ვიტამინ B5-ს (პანთენოლს), რომელსაც გააჩნია დამამშვიდებელი და დამარბილებელი მოქმედება. ბისაბოლოლი აღადგენს კანის ლიპიდურ ბალანსსა და ხსნის ქავილს. მას ახასიათებს ბაქტერიოციდული და მარეგენერირებელი მოქმედება
მაგნიუმის სულფატი - გააჩნია ანტისეპტიკური, მთრიმლავი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გამოირჩევა მაღალი ბიოთავსებადობით.

ჩვენებები:
ახალშობილებსა და ბავშვებში საფენით გამოწვეული კანის დაზიანება და მაცერაცია
გამოყელვა (დაოდვილობა)
ზედაპირული ჭრილობები
მსუბუქი დამწვრობა
ეგზემა გამწვავების სტადიაში
კანის წყლულოვანი დაზიანება
ნაწოლები
ნაოფლარი
აკნე
მიღების წესი და დოზირება:

დაზიანებული ადგილი წინასწარ უნდა გაიწმინდოს, სასურველია ნახეთქები და ნაწიბურები დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით. ამის შემდეგ ფორმულა 176 დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად. ხელის წრიული მოძრაობით ხდება კრემის შეზელვა მანამდე, სანამ კარგად არ შეიწოვება კანში. პრეპარატის გამოყენების სიხშირე განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.
დამწვრობის და ჭრილობების დროს გამოიყენება მალამოიანი ნახვევი.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითებები:
კრემი დასაშვებია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. არ დაუშვათ თვალში მოხვედრა.
არ შეიცავს: პარაბენს, სპირტს, საღებავებს, SLS/SLES, ლანოლინს, არომატიზატორებს.
გამოშვების ფორმა: 125 გ ქილაში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (გაიცემა ურეცეპტოდ).
მწარმოებელი ქვეყანა: ირლანდია
Show More
More Info
Brand
ოველე
Country
Ireland
Generic
zinci oxidi+matricaria chamomole+bisabolol+magnesium sulfate
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
60გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page